კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპარლამენტი საქართველოს ახალი რეფორმებისკენ მოუწოდებს

19 მაისი, 2011
ევროპარლამენტი საქართველოს სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის, მედიის პლურალიზმის და ოპოზიციასთან თანამშრომლობის მხრივ ახალი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპიკერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, იერჟი ბუზეკმა განაცხადა. 

მისი თქმით, მას სურს მიულოცოს საქართველოს ის რეფორმები, რომელიც უკვე გატარდა, მაგრამ ახლა სურს მოუწოდოს ახალი რეფორმებისაკენ.

„მოდით, მივცეთ დამატებითი იმპულსი ახალი რეფორმების გატარებას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობდეს სწორი ურთიერთთავსებადობა“, - განაცხადა იერჟი ბუზეკმა და საქართველოს მოუწოდა რეფორმებისა და ცვლილებებისაკენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა, მედიაპლურალიზმი და თანამაშრომლობა ოპოზიციასთან.

მისი თქმით, ყოველივე ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. „ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ეკონომიკური ზრდის მიღწევა“, - განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ევროპარლამენტს არ სურს საქართველოს რაიმე მოახვიოს თავს, არამედ სურს,  ეს ინიციატივები თავად საქართველოს მოქალაქეებიდან და ხელისუფლებიდან მომდინარეობდეს.

„იმისათვის, რომ სათანადოდ ვითანამშრომლოთ, აუცილებელია უფრო მეტი თავსებადობა ჩვენს სისტემებს შორის“, - დასძინა იერჟი ბუზეკმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები