კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეცრაზმმა „უცნობი“ რადიო „უცნობში“ არ შეუშვა

23 მაისი, 2011

21 მაისს, ოპოზიციის საპროტესტო აქციების პარალელურად, „ქართული პარტიის“ ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის ძმა, იგივე „უცნობი“ ოპოზიციონერებთან -  ბიძინა გეგიძესთან და კახა მიქაიასთან ერთად, რადიო „უცნობში“ გეგმავდა მისვლას. ეს რადიო საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ შენობაშია განთავსებული.

„უცნობს“ თან მიჰყვებოდა ჟურნალისტების საკმაოდ დიდი გუნდი. მათ გაჩეჩილაძის ახალი გადაცემის შესახებ აინტერესებდათ ინფორმაცია. შესაბამისად, „უცნობს“ რადიო „უცნობის“ კართან ბევრ ჟურნალისტთან და კამერასთან ერთად მოუწია მისვლა.

კამერებითა და ჟურნალისტებით „უცნობი“ რადიოს კარს როცა მიუახლოვდა, იქ დისლოცირებულ სპეციალური დანიშნულების რაზმებს შორის ჩოჩქოლი ატყდა.მათ აიღეს ფარები, გადაეღობნენ „უცნობს“ და რადიოს შენობაში არ შეუშვეს. თავად „უცნობმა“ და ბიძინა გეგიძემ ინციდენტში ჟურნალისტები დაადანაშაულეს. მათი თქმით, რომ არა ჟურნალისტების ასეთი ხმაურით მისვლა რადიოსთან, სპეცრაზმელები მათ გზას აღარ გადაუღობავდნენ.

„მივდივარ ჩემ რადიოში, შემიშვით!“ - ეუბნებოდა „უცნობი“ სპეცრაზმელებს. ერთ-ერთი მათგანი დაპირდა, რომ საკითხის გარკვევის შემთხვევაში, იგი გასცემდა მას პასუხს, ჰქონდა თუ არა უფლება შეეშვა „უცნობი“ რადიოში.

რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ კი, აღნიშნული პირისგან „უცნობმა“ კვლავ მოისმინა პასუხი, რომ მას რადიო „უცნობში“ ვერ შეუშვებდნენ.

„უცნობი“ და მისი მეგობრები ამის შემდეგ უკან გამობრუნდნენ. ისინი სპეცრაზმელებმა ფარებზე ჯოხების ბრახუნით გამოაცილეს, რაც შემდეგ „უცნობმა“ გააპროტესტა. თუმცა სპეცრაზმელებსა და „უცნობს“ შორის ინციდენტი თავად სპეცრაზმელებმა აღმოფხვრეს - სავარაუდოდ, მათმა მეთაურმა სპეცრაზმის წარმომადგენლებს ხმაურის შეწყვეტისკენ და შეჩერებისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ „უცნობმა“ რადიო „უცნობის“ მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

პალიტრა.ტვ

ახალი ამბები