კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ „ქართული პარტიის“ გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და აქტივისტი დააკავა

23 მაისი, 2011

სამართალდამცავების მიერ დაკავებული "ქართული პარტიის" გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა ერგემლიძის სასამართლო პროცესი ხაშურში 20 მაისს ღამით გაიმართა. მისი მანქანა კი გორში საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული პარტიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრელებს.

მათი განცხადებით, კახა ერგემლიძემ შეძლო თანაპარტიელებთან დაკავშირება და აცნობა, რომ საპატრულო პოლიციამ ღერძულა ხაზის გადაკვეთის საბაბით გააჩერა, დაკავების მიზეზად კი სამართალდამცავებმა ალკოჰოლის ტესტის გავლაზე უარის თქმა დაასახელეს.

კახა ერგემლიძე აცხადებს, რომ სამართალდამცავები ცრუობენ: „როდესაც საპატრულო პოლიციამ გამაჩერა, მე მობილური ტელეფონით ორ თანაპარტიელს ჩუმად დავუკავშირდი და სამართალდამცავებთან ჩემს საუბარს ვასმენინებდი. მათ მოისმინეს, რომ მე ალკოჰოლის ტესტი გავიარე და ამ ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. შემდეგ პოლიციელებმა მომთხოვეს, იგივე ტესტი მეორედაც გამევლო. ამის შემდეგ წინააღმდეგობის გაწევის საბაბით დამაკავეს. მე მათ ვუთხარი, რომ საუბარს ჩემი თანაპარტიელები ისმენდნენ და მათი ტყუილი ადვილად გამჟღავნდებოდა, რის შემდეგაც ტელეფონი წამართვეს“.

22 მაისს გვიან ღამით სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს „ქართული პარტიის“ აქტივისტი, პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრი დავით ჯარმელიშვილი დააკავეს.

პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ჯარმელიშვილი ტაქსით გორიდან თბილისში მოემგზავრებოდა. ტაქსის მძღოლის ვალიკო იაშვილის თქმით, პოლიციელებმა დავით ჯარმელიშვილი ტაქსიდან პოლიციის მანქანაში გადასვეს, მას კი საბუთები ჩამოართვეს.

პარტიაში აცხადებენ, რომ დავით ჯარმელიშვილის, ისევე როგორც „ქართული პარტიის“ გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა ერგემლიძის დაკავება, პარტიულ აქტიურობას უკავშირდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები