კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო სათანადოდ ვერ იძიებს ომის დანაშაულებს

23 მაისი, 2011

(ოსლო, თბილისი, ბრიუსელი, 2011 წლის 23 მაისი) დღეს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი აქვეყნებს საქართველოზე ახალ ანგარიშს სათაურით: „უუნარობა თუ სურვილის არქონა? საქართველოს მხრიდან არასრულყოფილი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულების გამოძიება“.

უამრავი მოწმისა და სავარაუდო დანაშაულებების მსხვერპლთა ინტერვიუებზე დაყრდნობით, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ასკვნის, რომ საქართველოს ხელსუფლებას არც უნარი და არც სურვილი არ გააჩნია, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება იმ დანაშაულების დასადგენად, რომლებიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაში შედის და რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ.

დღეს ჰააგაში შეხვედრის დროს, ანგარიშის პრეზენტაცია მოხდება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურაში, რომელიც ამჯერად ახორციელებს საქართველოსა და რუსეთში ჩადენილი დანაშაულებების შიდა გამოძიების მონიტორინგს. პროკურატურამ უკვე დაადგინა, რომ ომის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება მისი მანდატის ფარგლებშია. სასამართლოს შეუძლია, ივარაუდოს იურისდიქცია და დაიწყოს გამოძიება, თუ დაადგენს, რომ დაინტერესებულ მხარეებს „არც უნარი აქვთ და არც სურვილი, ჩაატარონ გამოძიება“. 

2010 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ანგარიშის მომზადებაში სამი ცნობილი ქართული ადამიანის უფლებათა ორგანიზაციაც მონაწილეობდა (კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი).  2008 წლის ომის დროს და შემდეგ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულების მსხვერპლ 244 ადამიანს (რომლებმაც უკვე მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს) ჰკითხეს - რა იცოდნენ მათ გამოძიების შესახებ. ყველა მათგანმა უკვე მიმართა ევროპულ სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ და სავარაუდოდ, ისინი არიან ძირითადი მოწმეები. ქართულმა პოლიციამ დაკითხა მხოლოდ მათი 26%. აქედან მხოლოდ 3%-ს ჰქონდა ინფორმაცია საკუთარ საქმეებზე გამოძიების მსვლელობის ეტაპების შესახებ (როგორიცაა დანაშაულის გარემოებები და სასამართლო ექსპერტიზის გამოძიებები).

კვლევაში წარმოდგენილი საგამოძიებო ინტერვიუების ორ მესამედზე მეტი განხორციელდა 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში. უმეტესობა ეხება ცხინვალში ტყვედ მყოფ ადამიანებს და ომის დროს საქართველოში მედიის სიტუაციას. პირველად როცა დაიწყო გამოძიება, იგი ლოკიკინის ნაბიჯებით მიმდინარეობდა; ჩნდებოდა კითხვა - რამდენად ადეკვატური რესურსები იყო მობილიზებული ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გამოძიებაზე. კიდევ ერთი საკითხი ეხება გამოძიების გამჭვირვალობას. მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, საქართველოს ხელისუფლება არ გვაძლევდა ინფორმაციას საერთო გამოძიების სტატუსის შესახებ.

მთლიანობაში, ევროპული სასამართლოს აპლიკანტების ჩვენების კვლევა მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას, სულ მცირე, არც უნარი აქვს და არც სურვილი, ეფექტურად გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ სავარაუდოდ ჩადენილი საერთაშორისო სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულებები.

კავკასიის რეგიონს ბოლო 20 წლის განმავლობაში უამრავი შეირაღებული კონფლიქტი უნახავს, მაგრამ ძალიან მცირე - სამართალი. ომის შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და უფრო და უფრო მწვავე ხდება კითხვა - დაიწყებს თუ არა სასამართლო საქართველოს ომის თემაზე გამოძიებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
 
უჩა ნანუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისი, საქართველო   + 99599508036

სიმონ პაპუაშვილი,მკვლევარი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ბრიუსელი +32494753942

ოგე ბორჩგრევნიკი, მკვლევარი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ოსლო +4790751150

ახალი ამბები