კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ანტისამთავრობო პროტესტმა იფეთქა

24 მაისი, 2011

მაიკლ შვირცი, The New York Times

მოსკოვი – კვირას საქართველოში პოლიციას და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიებიც გამოყენა. ასობით დემონსტრანტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა.

დემონსტრანტები, რომელთაგან ზოგიერთს ხელკეტები ეკავა და სახეზე ნიღბები ეკეთა, თბილისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ შეიკრიბნენ. ჩინოვნიკების თქმით, აქციას დაახლოებით 2000, ქართული სტანდარტებით ცოტა ადამიანი ესწრებოდა.   

ისინი სააკაშვილს პროდასავლური რეფორმების ხელყოფაში ადანაშაულებენ, რომლის განხორციელების პირობაც მან 2003 წელს უსისხლო აჯანყების დროს დადო. ისინი გაბრაზებულები არიან ასევე მუდმივი სიღატაკისა და უმუშევრობის გამო.

მართალია დემონსტრაცია დიდწილად მშვიდობიანი იყო, თუმცა კვირას დილით ათამდე მომიტინგე პოლიციის ავტომობილს ჯოხებით თავს დაესხა და პოლიციას საპასუხო ქმედებისკენ უბიძგა, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შოთა უტიაშვილმა.   

„პოლიციამ მცირე ოდენობის ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბ-ნმა უტიაშვილმა. მისი თქმით ორი ადამიანი დაკავებულია და ხუთმა, მათ შორის სამმა პოლიციელმა, მცირედი დაზიანებები მიიღო. 

მეორე ინციდენტის დროს, ჯოხებით შეიარაღებული დემონსტრანტები ქუჩაში ამოუცნობ მამაკაცებს შეებრძოლნენ, რომლებიც ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები იყვნენ.  

კვირის ძალადობამ, მისი მასშტაბის სიმცირის მიუხედავად, პოლიციის მიერ 2007 წელს დემონსტრანტების სასტიკი დარბევის პერიოდის მოგონებები გააცოცხლა. მაშინ დაახლოებით 500 ადამიანი დაშავდა, როდესაც პოლიციამ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ათასობით ანტისამთავრობო დემონსტრანტის დასაშლელად.       

ძალადობა  საერთაშორისო თანამეგობრობამ მკვეთრად დაგმო. ამან მნიშვნელოვნად შემაცირა ბ-ნი სააკაშვილის პოპულარობა ქვეყანაში. მას შემდეგ მთავრობა მსგავსი შეტაკებების თავიდან აცილებას ცდილობდა.

დიდი საპროტესტო აქციები იშვიათი მოვლენა არ არის. კვირის დემონსტრაცია იმ ანტისამთავრობო აქციის გაგრძელება გახლდათ, რომელშიც წინა დღეს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ოპოზიციის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ არ შეწყვეტენ პროტესტს, ვიდრე სააკაშვილი არ გადადგება, თუმცა მსგავსი მცდელობები წარსულში უშედეგოდ დასრულდა.

სააკაშვილმა ლეგალურად პრეზიდენტის პოსტი 2013 წელს უნდა დატოვოს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა იწურება. მისი მმართველობის პერიოდში რამდენიმე სერიოზული კრიზისის მიუხედავად, მათ შორის 2008 წლის რუსეთთან ომის და ორი აჯანყებული რეგიონის დაკარგვის მიუხედავად, ის საქართველოში საკმაოდ პოპულარულ ფიგურად რჩება.   

ქართული ოპოზიცია, რომლიც შიდა კონფლიქტებითაა გამოფიტული, მმართველი პარტიისთვის სერიოზული პრობლემის შექმნას დღემდე ვერ ახერხებდა. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ შაბათის და კვირის დემონსტრაციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კვირის აქციაზე, ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ოპოზიციას პრობლემები შეუქმნა იმით, რომ მედია საშუალებებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა და არჩევნებს აყალბებს – ბრალდებები, რომელსაც მთავრობა ყოველთვის უარყოფს.  

სააკაშვილის ყოფილმა მოკავშირემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ოპოზიციის გამოჩენილი ლიდერი გახდა, განაცხადა, რომ პოლიციამ, საპროტესტო აქციისთვის ხელის შეშლის მიზნით ბოლო ორი დღის განმავლობაში 100-მდე ოპოზიციური აქტივისტი დააკავა.

„სამწუხაროდ, დღეს ჩემი ქვეყანა იმაზე ნაკლებად დემოკრატიულია, ვიდრე ის 2003 წლის დემოკრატიულ რევოლუციამდე იყო“, – განაცხადა ქ-ნმა ბურჯანაძემ სატელეფონო ინტერვიუში.

კვირას საღამოს რამდენიმე ასეული ადამიანი პროტესტს განაგრძობდა და ბევრმა მათგანმა პირობა დადო, რომ ღამეს აქციაზე გაათენებს. ზოგიერთებმა 25 მაისს „მრისხანების დღისკენ“ მოუწოდეს – ეს სახელი იმ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს უწოდეს, რომლებმაც წელს ახლო აღმოსავლეთის ავტორიტარულ მთავრობებს პრობლემები შეუქმნა.         

„სააკაშვილი უპირობოდ უნდა წავიდეს“, – თქვა კვირის საპროტესტო აქციაზე ლაურა მაჩაიძემ, 57 წლის უმუშევარმა ეკონომისტმა. „შემდეგ სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ხალხმა გადაწყვიტოს ვინ სურს მას ლიდერად“. 

ქართული თარგმანი - foreignpress.ge

ორიგინალი

 

ფოტო: France Presse

ახალი ამბები