კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამუკა ღლონტი ოპოზიციის ქმედებებს აკრიტიკებს

24 მაისი, 2011

ტელეკომპანია „მაესტროს“ წარმომადგენელი მამუკა ღლონტი რადიო „პალიტრის“ ეთერში ოპოზიციის ქმედებებს აკრიტიკებს და „მაესტროს“ პოზიციას ახმოვანებს.

მამუკა ღლონტი გამოეხმაურა 22 მაისს ღამით მიტინგზე ლევან გაჩეჩილაძის გამოსვლას და ჟურნალიტებთან დაკავშირებულ ინციდენტს.

ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, შესაძლოა, საპროტესტო აქციები მხოლოდ აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა გააშუქონ.

ამის პასუხად მამუკა ღლონტმა განაცხადა: „ადამიანი, გინდ „გრეჩიხა“ იყოს, გინდ ნინო ბურჯანაძე, რომელიც ჯერ არ მოსულა ხელისუფლებაში და ცენზურას და აკრძალვას იწყებს, იგი ასჯერ უფრო ცუდად მოიქცევა, როცა ხელისუფლებაში მოვა“.

„მაესტროს“ დამფუძნებლის განცხადებით: „საზოგადოება, რომელიც 5 ლარად ყიდის საკუთარ საარჩევნო ხმას და ვერ ხვდება, ვინ არის და ვინ არ არის „ქართული პარტიის“ წევრი, ასეთი საზოგადოება იმსახურებს ისეთ პრეზიდენტს და ოპოზიციას როგორიც ჰყავს. რაც შეეხება ვარუდებს, რომ „მაესტრო“ შეიძლება იქცეს „რუსთავი2"-ად, რა თქმა უნდა იმის გარანტია, რომ „მაესტრო“ არ გახდება „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ არ არსებობს, მაგრამ მე არ ვიმუშავებ ასეთ „მაესტროში“. ჩვენ ვაშუქებდით ეგვიპტის მოვლენებს ექვსი თვის მანძილზე და ისე მოხდება ამჟამადაც. ჩვენს არხზე ასეთ დროს მულტფილმებს ნურავინ დაელოდება“.

პალიტრა.ტვ

ახალი ამბები