კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვარელში კონსერვატიული პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს

24 მაისი, 2011

ყვარელში კონსერვატიული პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოთარ ადომლიშვილი დააკავეს. ოჯახის წევრებისთვის დაკავებულის ადგილსამყოფელი უცნობია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ყვარლის პოლიციის თანამშრომლებმა ოთარ ადომლიშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დასასწრებად მხარდამჭერებს აგროვებდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებული ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. რას აბრალებენ ადომლიშვილს, ჯერ უცნობია. ადომლიშვილის დაკავების შესახებ რაიონულ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები