კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „სახალხო კრების“ შვიდ წევრს პატიმრობა შეუფარდა

25 მაისი, 2011

23 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა - გიორგი ქაშაკაშვილმა და თამარ ბეჟანიშვილმა „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ხელმძღვანელებს აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეუფარდეს.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს: აჭარის ტელე-რადიო მაუწყებლობის ბლოკირება და ხელში ჩაგდების მცდელობა, ასევე პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და დაუმორჩილებლობა.

ბრალდებულთა წინააღმდეგ საქმეს ისიც ამძიმებს, რომ სახელმწიფო ბრალდება მათ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავება. ამიტომაც, წაყენებული დანაშაულის სასჯელთა ჯამი მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 11 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებული შვიდი პიროვნებიდან, მხოლოდ ერთი, ტარიელ ფუტკარაძე აღიარებს წაყენებულ ბრალს, ხოლო დანარჩენთაგან, ნაწილი (გოჩა მუხაშავრია და დიმიტრი ჭეიშვილი) პროკურატურის მიერ წაყენებული დანაშაულის ჩადენის დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ, რისი დამამტკიცებელი მასალებიც არსებობს.

ხოლო ბრალდებული ვახტანგ სიორიძე II ჯგუფის ინვალიდია და თავისი ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე ბრალად წაყენებული დანაშაულის ჩადენის საშუალება არც კი აქვს.

არც პროკურორი ზვიად ფხაკაძე და არც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი არ დაინტერესებულან, თუ რატომ ჰქონდა დაკავებულს მარცხენა თვალზე ჩალურჯება. თვით ბრალდებულმა კი თავის სიტყვაში თქვა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა იგი აწამეს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები