კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსტანტინე გამსახურდიას სახალხო კრების აქციის მუდმივ რეჟიმში ტრანსლირება მიზანშეუწონლად მიაჩნია

25 მაისი, 2011

პარტია „თავისუფლების“ ლიდერი, დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია „მეორე არხის“ ფორმატის აღდგენასა და პოლიტიკური პარტიებისთვის „თავისუფალი ტრიბუნის“ დათმობას ითხოვს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებს ამ მოთხოვნით კონსტანტინე გამსახურდიამ დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე მიმართა.

მისი თქმით, გასაგებია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმიდინარე აქცია უნდა გაშუქდეს, მაგრამ, დეპუტატის აზრით, არა 24-საათიან რეჟიმში და არა სხვა პოლიტიკურ პარტიებისთვის განკუთვნილი საეთერო დროის ხარჯზე.

აქციის მუდმივ რეჟიმში ტრანსლირება გამსახურდიას განსაკუთრებით მიზანშეუწონლად მიაჩნია იმის გამო, რომ კადრებში მხოლოდ „აჩრდილებივით მოსიარულე ადამიანები“ ჩანან და ხმა არ ისმის.

კონსტანტინე გამსხურდიამ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და 17 პოლიტიკურ პარტიასთან გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრა და მაუწყებლის ხელმძღვანელობას, ამ დოკუმენტით აღებული ვალდებულებები შეახსენა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები