კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორები გადატვირთულია

25 მაისი, 2011
კახეთში, დროებითი მოთავსების იზოლატორები გადატვირთულია. რეგიონში ოპოზიციის 20-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავთ დაკავებული. ზოგიერთ მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, ზოგი კი დმი-ში უკანონოდ იმყოფება. ამ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

რვა დაკავებულის ვინაობა ცნობილია. ისინი არიან „სახალხო კრების“ საგარეჯოს კომიტეტის შეფიცულთა რაზმის ხელმძღვანელი გიორგი ყაველაშვილი; კომიტეტის წევრი გელა დიღმელაშვილი; კონსერვატიული პარტიის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გია გურგენიშვილი; „სახალხო კრების“ მხარდამჭერი გიორგი ფირალიშვილი; „სახალხო კრების“ ყვარლის რაიონული კომიტეტის ხელმძღვანელი ოთარ ადომლიშვილი; „სახალხო კრების“ თელავის რაიონული კომიტეტის წევრი არჩილ ტაბლიაშვილი; „სახალხო კრების“ გურჯაანის რაიონული კომიტეტის წევრი ტარიელ მელქოშვილი; „ქართული პარტიის“ ყვარლის ორგანიზაციის წევრი ზურაბ ასაბაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები