კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სახალხო კრების“ ლიდერები და მხარდამჭერები პარლამენტის წინ გამაგრდნენ

25 მაისი, 2011
სახალხო კრების ლიდერებმა პარლამენტის წინ სამხედრო აღლუმის დამსწრეთათვის გამზადებული სცენა დაიკავეს.

სცენაზე პირველი განცხადება „სახალხო კრების“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მათ აქვთ სრული უფლება, სადაც მოუნდებათ, იქ შეჩერდნენ. ბურჯანაძის თქმით, თბილისის მერიაში შეტანილ განაცხადში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაც არის აღნიშნული. კითხვაზე, აქ დარჩენას აპირებენ თუ გადაინაცვლებენ თავისუფლების მოედანზე, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ეს ხალხზეა დამოკიდებული.

„ჩვენ მერიაში შეტანილ განაცხადში მითითებულია ასევე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ამიტომ ჩვენ ვდგავართ აქ კანონიერად და არ ვარღვევთ კანონს. რაც შეეხება დავრჩებით თუ არა აქ, ჩვენ ვფიქრობთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენსავე ხალხთან ერთად“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ამავე დროს, სახალხო კრების აქტივისტებმა პარლამენტის შენობის სიახლოვეს - რუსთაველის გამზირზე, ჩიტაძის ქუჩასთან და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან რკინის ბარიერები აღმართეს, რის შემდეგაც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მიტინგი გამართეს.

როგორც სახალხო კრების ერთ-ერთმა აქტივისტმა ბათუმიდან მურმან დუმბაძემ განაცხადა, ქართველი ერის ერთიანობით, სახალხო კრების სურვილი ხელისუფლების შეცვლის შესახებ აუცილებლად ასრულდება და ხალხის ნებას არსებული ხელისუფლება ვეღარ შეეწინააღმდეგება. მურმან დუმბაძემ თავისი გამოსვლა შემდეგი ფრაზით დაამთავრა: „მიშა წავა! მიშა წავა!“

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები