კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების ცხელი ხაზი

30 მაისი, 2011

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი გახსნეს. როგორც საკრებულოს წევრებმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, დაკავებულთა და დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 99-65-70; 93-36-70.

ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ 48 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. მან მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოაქვენოს ინფორმაცია დაკარგულთა ადგილსამყოფელის შესახებ.

ვიქტორ დოლიძემ კი აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძეს 26 მაისს დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის დღემდე არ მიუწოდებია. მან გაიხსენა 9 აპრილის მოვლენები და აღნიშნა, რომ მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი საათობრივად აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას დაშავებულთა შესახებ და მას ეყო გამბედაობა ეთქვა, რომ 9 აპრილს დაშავებულთა ნაწილი გაზით იყო მოწამლული.

26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი საკრებულოში ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმაც“ გახსნეს - 93-62-86.

საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ წევრი ზაზა გაბუნია ადამიანის უფლებების საკითხთა კომისიის საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს. დეპუტატის თქმით, კომისიას ამ დრომდე არ მოუხდენია არავითარი რეაგირება 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საჭიროა ჩატარდეს ადამიანის უფლებათა კომისიის საგანგებო სხდომა, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციით წარდგება ყველა ინსტიტუციისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე, ამ კომისიის სხდომაში მონაწილეობა უნდა მიიღონ დაზარალებულმა პირებმა. ზაზა გაბუნია ასევე მოითხოვს, საპატიმროებიდან გათავისუფლებულ პირებს დაუბრუნდეთ პირადი ქონება, მათ შორის მობილური ტელეფონები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები