კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროტესტო აქციების ადგილთან ახლოს ცხედრები იპოვეს

30 მაისი, 2011

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო კვირის განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების ადგილთან ახლოს ორი ცხედრის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. პოლიციის თქმით, ისინი დაღუპულების საპროტესტო აქციებთან კავშირს იძიებენ.   

სამინისტროს ინფორმაციით, ცხედრები პარასკევს მეტროსადგურის გვერდით მაღაზიის სახურავზე იპოვეს. სიკვდილის წინასწარ მიზეზად ჩინოვნიკები ელექტროსადენებთან შესაძლო შეხებას ასახელებენ.

საპროტესტო აქციებს უკვე ორი ადამიანის დაღუპვა უკავშირდება – ერთი პოლიციელის და ერთი დემონსტრანტის, რომლებსაც ავტომანქანა დაეჯახა, რომელიც პოლიციის ზეწოლის დროს აქციის ტერიტორიას ტოვებდა.  
  
დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება შაბათს რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. სახელმწიფო დეპარტამენტმა და ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა საქართველოს ძალადობის გამოძიებისკენ მოუწოდა.

„შევწუხდი, როდესაც თბილისის ქუჩებში ძალადობის შესახებ შევიტყვე“, – განაცხადა  ბრიტანელმა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა. „ვიდრე არსებობს ადგილი ლეგალური პროტესტისთვის და დემონსტრაციებისთვის ნებისმიერ დემოკრატიაში, იქ ძალადობას ადგილი არ შეიძლება ჰქონდეს“. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, დემონსტრანტებს რუსეთი უჭერდა მხარს და ამიტომ ძალადობის პროვოცირება მათ მოახდინეს.      

ამ მოსაზრებას, როგორც ჩანს ნაწილობრივ იზიარებდა ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, რომელმაც ქართული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ხუთშაბათს განაცხადა, რომ „ამ აქციის მონაწილეებში აშკარად არიან ადამიანები, რომლებსაც მშვიდობიანი პროტესტი არ აინტერესებთ, არამედ ძალადობრივი კონფრონტაციისკენ მიისწრაფვიან“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოჩანაწერები გაავრცელა, სადაც მისი მტკიცებით, ოპოზიციიური ჯგუფის წევრები იმას განიხილავენ, თუ როგორ მოახდინონ შეტაკებების პროვოცირება სხვა იარაღთან ერთად ჯოხებით და ორკაპებით. მეორე ვიდეოში ჩანს ავტომანქანების კოლონა, რომელიც ხალხის მასაში შედის და პოლიციის თქმით ოპოზიციის ლიდერს ეკუთვნის.        

დაახლოებით 1000 დემონსტრანტი იკავებდა იმ ადგილს, სადაც ხუთშაბათს ბ-ნ სააკაშვილს სამხედრო აღლუმი უნდა ჩაებარებინა. პოლიციამ შუაღამით, მას შემდეგ რაც დემონსტრაციაზე ნაბართვის ვადა ამოიწურა, მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პარასკევს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 105 დაპატიმრებული დემონსტრანტის სია გამოაქვეყნა.

ელენ ბარი, მოსკოვი, The New York Times

ქართულად თარგმნა foreignpress.ge-მ

ორიგინალი  

ახალი ამბები