კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავთანდილ რეხვიაშვილს კვინტრაძის გარდაცვალების შესახებ შსს-ს ვერსიაში ეჭვი შეაქვს

31 მაისი, 2011

გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის მეგობარმა ავთანდილ რეხვიაშვილმა კვინტრაძე ერთ-ერთ ფოტოზე ამოიცნო, რომელზეც 26 მაისის დარბევის დროს, მას ხელები აქვს შეკრული და მიწაზე გდია.

როგორც რეხვიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის და ნიკა კვინტრაძე 26 მაისის ღამეს იმყოფებოდნენ თავისუფლების მოედანზე. მოგვიანებით კი, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმმა საპროტესტო აქციის დარბევა დაიწყო, იყვნენ მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანთან“, სადაც სამართალდამცველებმა ისინი აიყვანეს.

როგორც რეხვიაშვილის აცხადებს, მათ დაადეს ხელბორკილები, რის შემდეგაც ის გადაიყვანეს ერთ-ერთ სამმართველოში და სწორედ აქედან იკარგება კვინტრაძის კვალი.

მას მეგობრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა აქვს. რეხვიაშვილის თქმით, მას უკვირს, თუ როგორ აღმოჩნდა ხელბორკილ დადებული კვინტრაძე თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე.

შს სამინისტროს ინფორმაცით, 27 მაისს ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ცხედრები თავისუფლების მოედანზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე იპოვეს. შსს-ს ვერსიით, შესაძლოა, მათი გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმა ყოფილიყო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები