კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდია GNS -ის ჟურნალისტი მცირე ხნით დააკავეს

31 მაისი, 2011

სტუდია GNS -ის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 30 მაისს ჟურნალისტი ზვიად თხელიძე სამართალდამცავებმა მცირე ხნით დააკავეს.

„საკუთარ ეზოში იმყოფებოდა, როცა 19.40 წუთზე პოლიციელები მივიდნენ ავტომანქანით და ზვიად თხელიძე იკითხეს. შემდეგ ავტომანქანაში ჩასვეს და პოლიციის დიღმის სამმართველოში წაიყვანეს“.

ნანა ლეჟავას თქმით, თხელიძეს უთხრეს რომ ის იყო „შეფიცულთა  რაზმის" სიაში, რაც შეუძლებელია. თხელიძე არის სტუდია „GNS" -რეპორტიორი და როცა სამართალდამცავებს უთხრა, რომ იყო ჟურნალისტი, დაახლოებით 40 წუთში გაათავისუფლეს.

„ვერ გეტყვით, რაში დასჭირდათ მისი დაკავება. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გამორიცხულია, ზვიად თხელიძე „შეფიცულთა რაზმის“ სიაში ყოფილიყო. არ ვიცი, მათ რა სიები აქვთ“, - ამბობს ნანა ლეჟავა.

ნეტგაზეთი

ახალი ამბები