კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეუთო-ს წარმომადგენელს საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობა აშფოთებს

31 მაისი, 2011

ეუთო-ს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა 27 მაისს მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის განხორციელება, ნებისმიერ დროს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სახელზე გაგზავნილ წერილში მიატოვიჩი გამოხატავს შეშფოთებას იმ ფაქტის გამო, რომ ძალოვანი სტრუქტურების ოფიცრებმა ძალადობა გამოიყენეს ჟურნალისტების წინააღმდეგ, როდესაც ისინი მუშაობდნენ 25-26 მაისის ღამეს, თბილისში, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლისას.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების პრესის თანამშრომლებად ამოცნობა ძალიან ადვილი იყო, მინიმუმ 10 ქართველი და უცხოელი ჟურნალისტი გახდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი, პოლიციის ოფიცრების მხრიდან.  ზოგიერთი მათგანი დასაკითხად დააკავეს, ზოგს პრესის საბუთები წაართვეს, ხოლო ზოგიერთს წაართვეს, ან დაუზიანეს ტექნიკა.

„ფაქტი, რომ პოლიცია სცემს, აკავებს და დაკითხვას უწყობს რეპორტიორებს მაშინ, როცა ისინი პროფესიონალურ საქმიანობას ეწევიან, აღმაშფოთებელია“, - თქვა მიატოვიჩმა, - „ძალოვანი სტრუქტურები არ უნდა ერეოდნენ ჟურნალისტთა საქმიანობაში, ისინი, პირიქით, მათ  უნდა იცავდნენ და უზრუნველყოფდნენ ჟურნალისტთა თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მუშაობას“.

მედია.გე 

ახალი ამბები