კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ 26 მაისს პოლიციას საქმე ექსტრემისტებთან ჰქონდა

31 მაისი, 2011

კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ ხელისუფლებას „სახალხო კრების“ აქციების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ ადეკვატური ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

როგორც კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, 21-26 მაისის აქციები იყო არა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ძალადობის მაპროვოცირებელი ნაბიჯები, რომლებიც სისხლისღვრას და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას ისახავდა მიზნად. როგორც კოალიციის წევრმა ლევან ჩოლოყაშვილმა განაცხადა, მომხდარი საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიისთვის დიდი გამოწვევა იყო.

„26 მაისს პოლიციას საქმე ჰქონდა არა მშვიდობიან დემონსტრანტებთან, არამედ ექსტრემისტებთან. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენებით აქციის აღკვეთა სამართლიანი იყო, რათა ექსტრემისტებს მოქმედებების ფართობი შემცირებოდათ“, - აცხადებენ კოალიციის წარმომადგენლები.

კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ ხელისუფლებას 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამოძიებისკენ და აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორთა მიმართ ადეკვატური ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს.

როგორც კოალიციის წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა გია ნოდიამ დღეს განაცხადა, აუცილებელია ადეკვატური მოქმედება, როგორც აქციის მონაწილეების, ისე ორგანიზატორების მისამართით.

„ამ ფონზე ბუნებრივი გაკვირვებაა საზოგადოებაში, რასაც ბევრი ჩვენგანი იზიარებს. ამ მძიმე ბრალდებების ფონზე ისჯებიან რიგითი შემსრულებლები, ხოლო ორგანიზატორების მიმართ სახელმწიფო არაადეკვატურია. ეს მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ სახელმწიფოს რიტორიკასა და სამართლებრივ მოქმედებებს შორის დისპროპორციაა“, - განაცხადა ნოდიამ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, მათი მოთხოვნა გულისხმობს თუ არა „სახალხო კრების“ ორგანიზატორთა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, გია ნოდიამ განაცხადა, რომ იურიდიულ შეფასებას ვერ გააკეთებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალა იმის საშუალებას იძლევა, რომ როგორც აქციის ცალკეული მონაწილეების, ასევე ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

როგორც გია ნოდიამ განაცხადა, ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა, ვითარებისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა.

„იქ ერთის მხრივ იყო ორგანიზაცია, ქსელი, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო ომისა და მასობრივი ძალადობის ინიცირება, მეორეს მხრივ - ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას ამ ძალადობისგან იცავდა. როცა მთლიანობაში ამ ვითარებას ვაფასებთ, უნდა გვქონდეს კარგად აწყობილი მორალური კომპასი, რომელია უფრო დიდი საფრთხე და რომელზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება პირველ რიგში. პირველი ნაწილი ხშირად მიჩქმალულია“, - განაცხადა ნოდიამ.

მისი თქმით, თუ სახელმწიფოსგან პროპორციულ ქმედებას ვითხოვთ, ყოველი მოქალაქეც პროპორციული უნდა იყოს თავის შეფასებებში.

„ჩემი ინფორმაციით, იყო ძალის გადამეტების შემთხვევები, მაგრამ არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ძალის გადამეტებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ეს იყო ცალკეული პირების არასაკმარისი პროფესიონალიზმი ან კონკრეტულ სიტუაციაში არაზუსტი გათვლა, მაგრამ ეს პრობლემა ტრაგიკული ხასიათის არ არის“, - აღნიშნა ნოდიამ.

„კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“ კიდევ ერთი წევრი, მიხეილ თავხელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ნინო ბურჯანაძის მიმართ ტოლერანტულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავხელიძემ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისგებაში ნინო ბურჯანაძის მისაცემად საკმარისი მტკიცებულება აქვს, უკვირს რატომ არ ხდება ასე.

„პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ხელისუფლება ბევრად უფრო რბილი და ტოლერანტულია ნინო ბურჯანაძის მიმართ, ვიდრე მოველოდი“, - განაცხადა თავხელიძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები