კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ შეფასება

31 მაისი, 2011

„ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელთა დარბაზმა 30 მაისს განცხადება გაავრცელა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია 26 მაისის მშვიდობიანი მიტინგის დარბევაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „ემსახურე საქართველო“ მომხდარს „აღვირახსნილ ძალადობას“ უწოდებს.

ავთანდილ ბერიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“: „ეს მოვლენები შევაფასეთ, როგორც მოძალადე ხელისუფლების მორიგი ძალადობა. ამ ხელისუფლებას ადამიანური, დიპლომატიური, დემოკრატიული ურთიერთობები არ შეუძლია და ყველგან, ყველა შემთხვევაში იყენებს ამ მეთოდს“.

თბილისში გამართულ მიტინგზე „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი მურმან დუმბაძე დააკავეს. მას ბრალი პოლიციელთა დაუმორჩილებლოში დასდეს და 30-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მისი ადვოკატის, მედეა ვასაძის განცხადებით, დუმბაძე სასტიკად ნაცემია და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. მარცხენა თვალი დაზიანებული აქვს. ვასაძის თქმით, მურმან დუმბაძეს ფიზიკური და მორალური შეურაცხოფა პოლიციის სამმართველოში მიაყენეს. მასთან თავდაპირველად არ უშვებდნენ ადვოკატს და ექიმს. ამჟამად იგი წითელი ჯვრის პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ თელავის იზოლატორში იმყოფება.

მედეა ვასაძის განცხადებით, იზოლატორში დაკავებულთა მიმართ იყო სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც: „ამ ადამიანებს სექსუალური გადახრები ჰქონდათ. იქიდან ბავშვები ფიზიკურად დამახინჯებულნი გამოდიოდნენ. მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ერთ-ერთი აუცილებელი ღონისძიებაა“.

„ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელთა დარბაზის შეხვედრას, 26 მაისის აქციის ერთ-ერთი აქტივისტი და დაზარალებული მერაბ ნაგერვაძეც ესწრებოდა.

ნაგერვაძის თქმით, მიტინგის დარბევის შემდეგ მან თავი კინოთეატრ „რუსთაველს“ შეაფარა, სადაც 300-მდე აქტივისტს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ვისაც მოესურვებოდა, ყველა გვცემდა და გვაყენებდა შეურაცხყოფას. ყვითელი ავტობუსებით გადაგვიყვანეს სამმართველოში. იქედან გამოგვიშვეს მეორე დილით. ყველგან იყო ზეწოლა და ძალადობა, ზოგისთვის - მეტი, ზოგისთვის - ნაკლები”.

„ემსახურე საქართველოს“ წევრთა ინფორმაციით, თბილისში 10-დან 15-მდე ბათუმელი აქტივისტია დაკავებული.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები