პარლამენტის შენობასთან მიმდინარე "სახალხო კრების" საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებულთა და დაზარალებულთა შორის ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ.
დარბევისას, მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე საინფორმაციო საშუალება პერიოდულად ავრცელებდა ინფორმაციას საკუთარი ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისა და შესაბამისი აღჭურვილობის წართმევის ან დამტვრევის შესახებ.
მათ შორის აღმოჩნდნენ "მედიაპალიტრის" ჟურნალისტებიც.
PalitraTV.ge-მ ამ თემაზე რეპორტაჟი მოამზადა, სადაც რამდენიმე მედიასაშუალების დაზარალებული ჟურნალისტი საკუთარ ისტორიას ყვება.
პალიტრა.ტვ