კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ ირანელებს საპროტესტოდ გაშლილი კარვები დაუშალა

2 ივნისი, 2011

თავშესაფრის მაძიებელმა ორმა ირანელმა - ომიდ ისმაილ ზადეჰმა და ისმაილ ფაშაბაიღმა გაეროს უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისის წინ, 31 მაისს  საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ალექსანდრე ყაზბეგის გამზრიზე, გზის ფეხით სავალ ნაწილზე გაშალეს კარავი და ამბობდნენ, რომ იქ ღამის გათენებას აპირებდნენ.

ირანელები ითხოვდნენ ყოველთვიურად გათვალისწინებული საცხოვრებლის ქირის 100 ლარის გაორმაგებას და მესამე ქვეყანაში, კერძოდ - დიდ ბრიტანეთში სასწრაფოდ გადაყვანას.

რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიცია მოვიდა და მათ კარვის დაშლა მოსთხოვა, ასევე - გააფრთხილა, რომ თუ პოლიციის მითითებას არ დაემორჩილებოდნენ, კარავს დაუმტვრევდნენ. აქციის მონაწილეებმა, პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, კარავი არ დაშალეს.

პოლიციელები უხეშად, დამცინავად, ქსენოფობიური რეპლიკებით მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს. ხაზს უსვამდნენ მათ ეთნიკურ წარმომავლობას, ჰიგიენას და ა.შ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთან საუბრისას პოლიციელებმა საქართველოს ისტორიაც გაიხსენეს და აღიშნეს: „ამათმა რამდენი ტერიტორია წაგვართვეს და ახლა კიდე აქეთ გვთხოვენ რაღაცას“.  

მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა კარვის თავიანთი ნებით დაშლა არ ისურვეს. უკანასკნელი გაფრთხილების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები აქტიურ ქმედებაზე გადავიდნენ - კარავს წიხლი ჰკრეს და დაამტვრიეს. 

მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები კარვის გარეშე დარნჩნენ, ისინი კვლავ განაგრძობენ საპროტესტო აქციას და ამბობენ, რომ გაეროს უმაღლესი კომისარიატის წინ კიდევ 1 თვის განმავლობაში იდგებიან.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნინო ანდრიაშვილის თქმით, თუკი მოქალაქეს არა აქვს სანქცია თბილისის მერიიდან ქალაქის რომელიმე ტერიტორიაზე კარვის გაშლის შესახებ, პოლიციას უფლება აქვს, მოახდინოს კარვის დემონტაჟი.

თუმცა, უხეშობა, არაჰუმანური დამოკიდებულება და ქსენოფობია, ქართული პოლიციის ღირსებებზე კარგად ვერ მეტყველებს.

ანა აფხაზავა

ახალი ამბები