კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოს სასამართლო ადამიანის უფლებათა ცენტრს ოპოზიციის მხარდამჭერების დაპატიმრების დადგენილებებს არ აცნობს

6 ივნისი, 2011

ადამიანის უფლებათა ცენტრი საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს საჯარო ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებს. სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა მადონა სამუნაშვილმა უარი უთხრა უფლებადაცვით ორგანიზაციას ოპოზიციის მხარდამჭერების დაპატიმრების შესახებ დადგენილებების გაცნობაზე.

„საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის გარეშე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცეს აღნიშნული მასალები მხარეთა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე“, - აღნიშნულია სასამართლოს წერილში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის უარს ადმინისტრაციული წესით სასამართლოს თავმჯდომარესთან გაასაჩივრებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლოს დაპატიმრების დადგენილებები დაშტრიხული სახით მაინც უნდა გაეცა. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საგარეჯოს სასამართლო საჯარო ინფორმაციას უკანონოდ ბლოკავს“, - აღნიშნეს ადამიანის უფლებათა ცენტრში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები