კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვეძათხევიდან ავადმყოფი საავადმყოფოში ვერ გადაჰყავთ

7 ივნისი, 2011

დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევში მცხოვრებ 52 წლის იოსებ ქაფიაშვილს სამედიცინო დახმარება სჭირდება. სოფელი კოკისპირული წვიმების შედეგად გარესამყაროს არის მოწყვეტილი, რის გამოც ავადმყოფი საავადმყოფოში ვერ გადაჰყავთ.

როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვეძათხევის მკვიდრმა თამარ ინაშვილმა განუცხადა, მას ორი დღის წინ ტელეფონით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა ჯანაშვილი დაუკავშირდა და პირობა მისცა, რომ როგორც კი მდინარეში წყლის დონე დაიწევს, ვეძათხევში სამაშველო სამსახური შევა და ავადმყოფს სტაციონარში გადაიყვანენ.

„ორი დღეა, აღარ წვიმს და მდინარეში წყლის დონემ დაიწია. თუმცა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. არადა, კაცი ავად არის, ექიმი სჭირდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. არც წამლები გვაქვს“, - აღნიშნა თამარ ინაშვილმა.

ვეძათხევი სადაც 18 კომლი ცხოვრობს, მეწყერის ალყაშია მოქცეული. სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზა მეწყერმა 5 წლის წინ წაიღო. ვეძათხევთან დამაკავშირებელი ერთადერთი საცალფეხო გზა ვეძას ხეობაზე გადის. წვიმების გამო ადიდებულმა მდინარემ ეს გზაც ჩაკეტა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები