კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით, "მედიაპალიტრის" ეზოში სოლიდარობის აქცია გაიმართა

8 ივნისი, 2011

ინტერპრესნიუსი

დღეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით, „მედიაპალიტრის“ ეზოში სოლიდარობის აქცია გაიმართა.

სოლიდარობის აქცია საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები „მედიაპალიტრის“ კუთვნილ საწარმოებში შემოსავლების სამსახურის შესვლას მედიასახლის მიერ 26 მაისის მოვლენების ობიექტურად გაშუქებას უკავშირებენ. აქციაზე პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 7 ივნისს „მედიაპალიტრის“ ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში არაგეგმური შემოწმება ერთდროულად დაიწყო, დაილუქა რამდენიმე ობიექტი. ზოგიერთზე ამ დროისთვის ლუქი დროებით მოხსნილია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო იმედს გამოთქვამს, რომ „მედიაპალიტრას“ შემოწმება 26 მაისის მოვლენების ობიექტურად გაშუქებას არ უკავშირდება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სოლიდარობას უცხადებს საგამომცემლო სახლ „მედიაპალიტრის“ ჟურნალისტებს და მიმართავს შემოსავლების სამსახურისა და სხვა საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებს, გამჭვირვალედ წარმართონ შემოწმების პროცესი, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ მოადუნონ ყურადღება და არ დაუშვან თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა საქართველოში.

„მივმართავთ საქართველოს საზოგადოებას, ერთად ვიბრძოლოთ ცენზურის ყველა ღია და ფარული მეთოდის დამკვიდრების წინააღმდეგ და მაღალეთიკური ჟურნალიზმის განვითარებისთვის, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ინფორმირებული თითოეული მოქალაქე“, - ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

ახალი ამბები