კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თავშესაფარს ითხოვს

9 ივნისი, 2011

გურჯაანის რაიონის ერთ - ერთ სოფელში მცხოვრები 63 წლის ცისმარ რ-შვილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია და თავშესაფარს ითხოვს. მისი თქმით, ნასვამმა შვილმა ის გუშინ კიდევ ერთხელ ცემა და გაუპატიურებით დაემუქრა.

ცისმარ რ-შვილი გადაადგილებასაც ძლივს ახერხებს, რადგან ფეხი აქვს მოტეხილი. დაახლოებით ერთი თვის წინ იგი მეუღლემ და შვილმა ჯერ ცემეს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადააგდეს.

 „იქნებ, ვინმე დამეხმაროს, რომ თავშესაფარში გადავიდე. ჩემი ქმარი ცოტა ფსიქიურად არის ავად და ხშირად მაყენებს შეურაცხყოფას. ჩემი შვილი ლოთობს, მერე საშინლად მცემს და უცენზურო სიტყვებს მეძახის.  ჩემი შვილი ისევ თუ დაიჭირეს, ციხიდან გამოვა და მომკლავს. ძალიან მეშინია“, - ამბობს ცისმარ რ-შვილი.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლს პოლიციისთვის არ მიუმართავს. მეზობლების თქმით, დაზარალებული დაშინებულია. „ქმარიც და შვილიც დაემუქრნენ, პოლიციას ჩვენება არ მისცე, თორემ მოგკლავთო“, - აღნიშნეს მეზობლებმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები