კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს მოხსენება დაამტკიცა

13 ივნისი, 2011

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მე-17 სესიის მსვლელობისას უნივერსალური პერიოდული განხილვის ფარგლებში საქართველოს ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში საქართველომ მიმდინარე წლის 28 იანვარს წარადგინა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა. სერგი კაპანაძე საერთაშორისო თანამეგობრობას ერთი საათის განმავლობაში ინტერაქტიული დიალოგის ფორმატში აცნობდა უნივერსალური პერიოდიული განხილვის ფარგლებში მიღებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

უნივერსალური პერიოდული განხილვის ფარგლებში, საქართველომ სულ მიიღო 163 რეკომენდაცია. აქედან საქართველო ადგილზევე დაეთანხმა 96 რეკომენდაციას, ხოლო 5 უარყო. მიმდინარე წლის 8 ივნისს, საქართველოს დელეგაციამ დამატებით აცნობა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დარჩენილი რეკომენდაციებიდან საქართველომ მიიღო 43 რეკომენდაცია, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს.

საქართველომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მას გააჩნია პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის - აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. თუმცა, ვინაიდან ეს ტერიტორიები რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, საქართველო მოკლებულია ამის შესაძლებლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის მსვლელობისას საერთაშორისო საზოგადოებამ მოიწონა საქართველოს პოლიტიკა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც საკითხის პოლიტიზირებას შეეცადა და რომლის კომენტარებიც განსაკუთრებული არაადეკვატურობით გამოირჩეოდა, რუსეთის ფედერაცია იყო.

„საქართველო, უნივერსალურ პერიოდულ განხილვას ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან უნივერსალურ ფორუმად მიიჩნევს და მომავალში განაგრძობს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველომ ნებაყოფლობით აიღო ვალდებულება ადამიანის უფლებათა საბჭოს წარუდგინოს უნივერსალურ პერიოდულ განხილვისას მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიში“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები