კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ხომ არ დაიწყო მტკვარმა გაუჩინარებული მომიტინგეების გამორიყვა?“

13 ივნისი, 2011

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში მტკვარმა სამი ადამიანის ცხედარი გამორიყა, რომელთა ამოცნობაც დღემდე ვერ ხერხდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით, გაზეთი „რეზონანსი“ სვამს კითხვას - ხომ არ დაიწყო მტკვარმა 26 მაისს გაუჩინარებული მომიტინგეების გამორიყვა?

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგული არცერთი ადამიანი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას არ ენდობა ორგანიზაცია  ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“. მისი თქმით, არსებობს წყარო, რომელიც ამბობს, რომ 15 გარდაცვლილი მიიყვანეს მორგში.

ნანა კაკაბაძის თქმით, მათ ორგანიზაციას ასევე აქვს ინფორმაცია, რომ მდინარე მტვარში აღმოჩენილ 4 ცხედარს ხელბორკილები ჰქონდა დადებული.

ამ თემაზე ვრცელ სიუჟეტი მოამზადა პალიტრა ტვ-მ.

palitratv.ge

ახალი ამბები