კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის იზოლატორში მურმან დუმბაძესთან მოძღვარი არ შეუშვეს

14 ივნისი, 2011

თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციამ პატიმარ მურმან დუმბაძესთან მისი პირადი მოძღვარი არ შეუშვა, რომელიც ბათუმიდან იყო ჩასული.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მურმან დუმბაძის ადვოკატმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა განუცხადა, მოძღვარს თავიდან დაპირდნენ, რომ იზოლატორში შეუშვებდნენ, რის გამოც ის იზოლატორთან მთელი დღის განმავლობაში ილოდებოდა, თუმცა საღამოს დუმბაძესთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.

მისივე თქმით, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციამ ამ დრომდე არ უზრუნველყო, რომ მურმან დუმბაძესთვის ექიმ-ოფთალმოლოგს გაეწია კონსულტაცია.

„დუმბაძეს მხედველობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, მაგრამ ამ დრომდე მასთან ოფთალმოლოგის შესვლა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა მარეხ მგალობლიშვილმა.

ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, მურმან დუმბაძე სამართალდამცავებმა დაუმორჩილებლობის ბრალდებით 26 მაისს, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს. დუმბაძე დაკავების დროს სასტიკად არის ნაცემი და მთელ სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს 30 დღით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს თელავის იზოლატორში 2 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა საკვები და დროულად ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები