კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმხილველი ადასტურებს, რომ გიორგი კანაშვილი აქციის დარბევის დროს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა

14 ივნისი, 2011

„ქართული პარტიის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის წევრი დავით ნიკოლაშვილი ადასტურებს, რომ გურჯაანში მცხოვრები 27 წლის გიორგი კანაშვილი, რომელიც 26 მაისს, საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ აღარ უნახავთ, აქციის დარბევის დროს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა.

„მე თბილისში 25 მაისს, საღამოს საათებში ჩავედი, დაახლოებით 23:00 საათზე. მიტინგს სანამ დაარბევდნენ, გიორგი კანაშვილი აქციაზე იყო. დარბევამდე დაახლოებით 10-15 წუთით ადრე იქ იყო. 10 – 15 წუთით ადრე იქიდან ვერავინ ვერ გავიდოდა, რადგან პერიმეტრს ზონდერ ბრიგადები აკონტროლებდნენ. დარბევის შემდეგ გიორგი კანაშვილი აღარავის უნახავს. ის არც ტელეფონზე პასუხობს, რადგან მობილური გამორთულია“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დავით ნიკოლაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 26 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციაგუშინ გაავრცელა. გიორგი კანაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში დაკავებულებს შორის არ იმყოფება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები