კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა შესაძლოა, 1 ივლისიდან გაძვირდეს

16 ივნისი, 2011

კომპანია „თბილლაინის“ ხელმძღვანელი დავით ასანიძე 1-ელი ივლისიდან თბილისში, სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებას არ გამორიცხვას. ამის შესახებ ასანიძე გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

„ივლისიდან ხაზებზე ახალი „მარშუტკები“ გავლენ, რაც შეეხება მგზავრობის საფასურის 80 თეთრამდე გაზრდას, ამაზე საუბარი მიმდინარეობს და ეს სავარაუდოდ, ასეც იქნება“, - აცხადებს ასანიძე.

ამავე ინტერვიუში ასანიძე ახალ სამარშუტო ტაქსებზე დასაქმებული მძღოლების მხრიდან გარკევულ გარანტიებზეც საუბრობს.

„უმუშევარი არც ერთი მძღოლი არ დარჩება, მთავარია მათ ჩვენი პირობები შეასრულონ. ისეთ მძღოლს კი, ვისაც არაფერი გააჩნია პირადობის მოწმობის გარდა, სამსახურში ნამდვილად არ ავიყვან და 30 000 დოლარის ღირებულების მანქანაზე არ დავსვამ“, - აღნიშნავს ასანიძე,

კომპანია „თბილლაინი“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები