კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო PEN-ცენტრი გმობს თბილისში ჟურნალისტებზე თავდასხმებს

20 ივნისი, 2011

The Writers in Prison Committee  of PEN International-ის  კომიტეტი "მწერლები საპყრობილეში" (WiPC)  უერთდება საქართველოს PEN-ცენტრს  და გმობს ჟურნალისებზე განხორციელებულ  თავდასხმებს, 2011 წლის 26 მაისს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს.  WiPC  მოუწოდებს საქართველოს მთავრობას ხელი შეუწყოს მოცემული ფაქტების სრულ და მიუკერძოებელ გამოძიებას.

2011 წლის 26 მაისს პოლიციის სპეციალური დანიშნულების ქყვედანაყოფებმა უმოწყალოდ დაარბიეს ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია თბილისში; გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი, რამდენიმე წუთის შემდეგ,  რაც ვადა გაუვიდა საპროტესტო აქციის ჩატარების სანქციას.  დემონსტრანტებს უბრძანეს დაშლილიყვნენ შუაღამემდე, რათა ადგილი გაეთავისუფლებინათ მეორე დღისთვის დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩასატარებლად.  არსებობს ინფორმაცია, რომ დარბევის დროს, შესაძლოა,  დაიღუპა 4 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 37.  დიდია იმ ადამიანთა სია, რომლებიც დაკარგულად მიიჩნევიან; არსებობს აზრი, რომ ისინი დაკავებულები არიან პოლიციის მიერ.

WiPC  შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ დარბევის დროს მძიმედ დაშავდა რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის,  თამაზ კუპრეიშვილი „ნეტგაზეთიდან“, დარეჯან პაატაშვილი „ინტერპრესნიუსიდან“, ნატო გოგელია „გურია ნიუსიდან“, ზაირა მიქატაძე გაზეთ „რეზონანსიდან“, დავით მჭედლიძე მედია.გე-დან, დიანა ხოფერია რადიო „ობიექტივიდან“, ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალიდან“.  პოლიციამ ასევე ვიდეოკამერები წაართვა ავთანდილ სურმავას „პალიტრა ტვ“-დან, თამაზ კუპრეიშვილს და ნესტან ცეცხლაძეს „ნეტგაზეთიდან“, რაც პირდაპირ მიანიშნებს მიზანდასახულ თავდასხმაზე იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.

გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს PEN-ცენტრი „გმობს და ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ მზარდი აგრესიის და მკაცრი ქმედებების გამო“, და რომ „მსგავსი ქმედებები სრულად ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და პატივისცემა“.

PEN-ცენტრი იმედოვნებს რომ 26 მასის მოვლენები გამოძიებული იქნება.

„ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ითანამშრომლოს საკუთარ მოქალაქეებთან, რათა შესაძლებელი გახდეს დაკარგულების მოძებნა და დაკავებულების დახმარება.  ასეთი თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია იმისათვის რომ დადგინდეს გარდაცვლილთა სიკვდილის ნამდვილი მიზეზები და რათა შეჩერდეს დევნის, დაშინების ფაქტები, რომლებსაც ხელისუფლება აგრძელებს.

საქართველოს PEN-ცენტრი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ 26 მაისის მოვლენები ახალი პროცესების კატალიზატორი გახდება", წერია საქართველოს PEN-ცენტრის განცხადებაში, რომელიც 26 მაისის შემდეგ  facebook-ით გავრცელდა.

მედია.გე

ახალი ამბები