კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომპანია „სერპანტინს“ თელავში გზების უხარისხოდ დაგებაში ადანაშაულებენ

20 ივნისი, 2011

„თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი კომპანია „სერპანტინს“ თელავის რაიონში  გზების უხარისხოდ  დაგებაში ადანაშაულებს. მოსიაშვილის  განცხადებით, კომპანიის მიერ დაგებული გზები  რამდენიმე თვეში ზიანდება, რაზედაც ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს.

„სერპანტინი“  ძალიან ხშირად იგებს ტენდერებს  და თელავსა და კახეთის  სხვა რაიონებში გზებს აგებს. თელავში სამუშაოების შესრლებიდან  ერთი წელიც არ არის გასული და გზები უკვე აღარ ვარგა. დაზიანებული და აყრილია ასფალტის დიდი ნაწილი. ხელისუფლება უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე რეაგირებას არ ახდენს“, - აღნიშნავს მოსიაშვილი. 

ოპოზიციონერი  ამის მიზეზად კომპანიის  მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ წინასაარჩევნოდ სოლიდური თანხების ჩარიცხვას ასახელებს. „გასულ წელს, ამ კომპანიამ ნაციონალურ მოძრაობას 50 000 ლარი ჩაურიცხა“, - ამბობს მოსიაშვილი.

 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები