კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქენთ ლოგსდონი: „მედიაპალიტრაში“ მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ინტერესით აკვირდება“

20 ივნისი, 2011

„მედიაპალიტრაში“ მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ინტერესით აკვირდება. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ქენთ ლოგსდონმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ლოგსდონის კომენტარი გაზეთის ვებ-გვერდზე სრული სახით გამოქვეყნდა:

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლება, გადასახადების საკითხს, კორპორაციულ პასუხისმგებლობას სერიოზულად აღიქვამს და მნიშვნელოვან როლს ანიჭებს. გადასახადების სწორი, სამართლიანი აკრეფის გარეშე არ იქმნება ისეთი რესურსები და შემოსავლები, რომლებიც უზრუნველყოფს ქალაქისა და ზოგადად ქვეყნის განახლებას, მის სწორ ფუნქციონირებას. თქვენ ახსენეთ ადგილობრივი მედიასაშუალებები და ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესდნენ მედიასახლ „პალიტრაში“ ჩატარებული მოულოდნელი ფინანსური შემოწმებით და თავისი კოლეგიალურობა და სოლიდარობაც გამოხატეს.

მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ თქვენი ადგილობრივი კოლეგები, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებიც დიდი ინტერესით აკვირდებიან უკანასკნელ პერიოდში  „მედიაპალიტრის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ეს თემა მათაც ძალიან აღელვებთ. ეს აღელვება სულაც არ ნიშნავს, რომ მთავრობას არ აქვს უფლება, უზრუნველყოს გადასახადების აკრეფა, რა თქმა უნდა, მას ამის უფლება აქვს.

არც იმას ამბობს ვინმე, რომ ბიზნესმენმა არ უნდა გადაიხადოს გადასახადები, მან ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ "მედიაპალიტრის" შემოწმება საეჭვოდ დაემთხვა ოცდახუთი-ოცდაექვსი მაისის საპროტესტო აქციებსა და იმ მოვლენებს, რაც ამ აქციებს მოჰყვა - ინტერნეტტელევიზია "პალიტრა ტვ" ამ მოვლენებს ობიექტურად და ოპერატიულად აშუქებდა. ამ დღესთან დაკავშირებით უკვე გააკეთა კომენტარი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა, როდესაც 26 მაისს მომხდარი ფაქტების სრულად და დეტალურად გამოძიების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. სწორედ ეს გარემოება იწვევს აღელვებას. აღელვებას იწვევს ის დამთხვევაც, რომ საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები ერთდროულად შევიდნენ მედიასახლში შემავალ ექვს სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ორგანიზაციაში.

მან აშშ-ს საელჩოს სახელით მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ საელჩო შეინარჩუნებს და გააგრძელებს „მედიაპალიტრასთან“ მჭიდრო თანამშრომლობას და აქტიურად მიადევნებს თვალყურს იმ ფინანსურ შემოწმებასაც, რომელიც საგადასახადო სამსახურის მიერ იგეგმება.

ინტერპრესნიუსის მიხედვით

ახალი ამბები