კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ კანონში და კონსტიტუციაში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

22 ივნისი, 2011

პარლამენტმა მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ კანონში და კონსტიტუციაში ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, 2013 წლის დეკემბრიდან, პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქუთაისი უნდა იყოს.

რაც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებს, პროექტით კონკრეტდება ის ნივთები, რომელთა მასობრივად გამოყენება აქციების დროს დაუშვებელი იქნება. ასევე, მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა, განსაკუთრებულ შემთხვევებში აქციასთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღოს.

გარდა ამისა, ზუსტდება აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობები და აქციის დაშლის მიზეზები, მანიფესტაციის გამართვის წესები და ა.შ.

დღესვე, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, პოლიციელზე თავდასხმისთვის, შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა-მონაწილეობისთვის და დაფინანსებისთვის, პასუხისმგებლობები მკაცრდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები