კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გომბორის გზის დაზიანების ფაქტზე მინისტრმა კომენტარი გააკეთა

22 ივნისი, 2011

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის დაზიანების ფაქტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა კომენტარი გააკეთა.

„იმედია, თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოში ნალექი მოვიდა ერთ საათში იმდენი, რამდენიც უნდა მოსულიყო ერთ თვეში. შესაბამისად, გარკვეული პრობლემები ბევრი მიმართულებით შეგვექმნა. ყველა ეს ადგილი შესწავლილი გვაქვს. სწორედ იმიტომ ვარ ახლა მთავრობის სხდომაზე მოსული, რომ ჩავაყენო საქმის კურსში მთავრობა და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა, რომლის რეაბილიტაციაზეც ოფიციალური ინფორმაციით, 24 მლნ ლარი დაიხარჯა, მეწყერმა წაიღო. გზაზე სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები და ავტობუსები ვეღარ მოძრაობენ. გზის რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება მსუბუქი ავტომანქანებისთვისაც სახიფათოა. დამეწყრილ ადგილზე მიწა შესაძლოა ნებისმიერ დროს მოწყდეს და მსხვერპლი გამოიწვიოს. ინფორმაცია და ფოტომასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გუშინ გაავრცელა. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს გომბორის გზაზე შეზღუდვები ამ დრომდე არ დაუწესებია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები