კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „თრიალეთი“ „აგვისტოს 5 დღის“ ავტორებს უჩივის

23 ივნისი, 2011

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ რეჟისორს რენე ჰარლინს, პროდიუსერებს - პაპუნა დავითაიასა და კობა ნაყოფიას სასამართლოში უჩივის. „თრიალეთი“ ავრცელებს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებთ.

„ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ აპროტესტებს რენე ჰარლინის გახმაურებელ ფილმ „აგვისტოს 5 დღეს“, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდში „თრიალეთის“ შესახებ არაობიექტური ინფორმაციაა ასახული.

ამ ეპიზოდის მიხედვით, თითქოს უცხოელი ჟურნალისტები ცდილობენ ტელეკომპანიაში მასალის მიტანას, მაგრამ შენობა დაკეტილი ხვდებათ. რეჟისორი კადრში აჩვენებს „თრიალეთის“ ლოგოს და ჯაჭვით დაკეტილ კარს.

სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო. ჩვენი კარი არათუ დაკეტილი იყო, არამედ სწორედ ჩვენს ტელეკომპანიაში იყო განთავსებული მედიაცენტრი, საიდანაც ათეულობით ჟურნალისტი (მათ შორის მსოფლიო წაყვანი მედიასაშუალებებიდან) გადასცემდა ახალ ამბებს.

საომარი მოქმედებების დროს ყველა ველოდებოდით, რომ პირველ დარტყმას სწორედ ჩვენ მივიღებდით, მაგრამ მიუხედავად ამისა, არც ერთ თაამშრომელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, შენობა არ დაუტოვებია. მას შემდეგ, რაც გორის ტელეცენტრი დაიკავეს, მწყობრიდან გამოვიდა გადამცემი და მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე ქალაქიდან გაიქცნენ ადგილობრივი ხელისუფლება, გუბერნატორი და სხვა სამართალდამცავი ორგანოები, მხოლოდ მაშინ დატოვა ქალაქი თანამშრომლების ერთმა ნაწილმა, თანამშრომელთა დიდი ნაწილი კი კვლავ ტელეკომპანიის შენობაში იმყოფებოდა.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია „თრიალეთის“ კარი არც ერთი წუთით არ დაკეტილა.

თუ ფილმის რეჟისორს დაკეტილი კარის გადაღება უნდოდა, მას შეეძლო, გუბერნიის შენობა გადაეღო!

ხელისუფლება საკუთარი სარეკლამო ფილმით სამაგიეროს გვიხდის იმის გამო, რომ ჩვენს ეთერში შუქდება მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია, რაც მათთვის მიუღებელია.

ასეთი საშინელი, შეკვეთილი სიცრუითა და ცილისწამებით, თითქოს „თრიალეთის“ თანამშრომლები გაიქცნენ ომის ეპიცენტრიდან, - ხელისუფლება ცდილობს, შელახოს ჩვენი ტელეკომპანიის თანამშრომლების პროფესიული და ადამიანური ღირსება.

აქედან ნათლად ჩანს, თუ როგორ ხორციელდება ტელეკომპანიაზე ზეწოლა და რამდენად რთულ და საშიშ მდგომარეობაში გვიწევს მუშაობა!

ფილმის რეჟისორს ამ კონტექსტში ტელეკომპანია „თრიალეთის“ ლოგოსა და შენობის ჩვენების არანაირი უფლება არ ჰქონდა.

ჩვენ საქმე გვაქვს ფაქტების განზრახ დამახინჯებასთან, რაც ტელეკომპანია „თრიალეთის“ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. დარწმუნებულნი ვართ, ეს ქვეყნის პირველი პირების დავალებით მოხდა.

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ფილმის რეჟისორის რენე ჰარლინის და პროდიუსერების პაპუნა დავითაიასა და კობა ნაყოფიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები