კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ხალხს ინგა გრიგოლიასთან შეხვედრა აუკრძალეს

24 ივნისი, 2011

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და „ქრისტიან-დემოკრატების“ საკრებულოს ფრაქციას შორის დაპირისპირება მოხდა.  ამის შესახებ „პალიტრა ტვ“-ს საკრებულოს დეპუტატმა, ინგა გრიგოლიამ განუცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ხმელნიცკის ქუჩაზე, ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობას ხვდებოდნენ, მათთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ერთი ჯგუფი მივარდა და ხალხის დაშლა მოითხოვა.

„ნიღბები აკლდათ, სხვა მხრივ კი სპეცრაზმელებივით იქცეოდნენ. მოითხოვეს, რომ ხალხი სასწრაფოდ დაშლილიყო და თან ამბობდნენ – უბანი არის ხვიჩა სანაიასი და უბანი მას სცემს პატივსო. ხვიჩა სანაია არის ისანი-სამგორის რაიონის დეპუტატი საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“. ხალხს ემუქრებოდნენ - დაიშალეთ, თორემ დაგშლითო. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, რასაც არც მეტი არც ნაკლები მოსახლეობის ტერორის სახე აქვს“, - განაცხადა გრიგოლიამ.

ქდმ-ს საკრებულოს დეპუტატი ხელისუფლებას აფრთხილებს, საკუთარ ხალხზე ტერორი შეწყვიტოს.

„გვიპასუხონ, რას ემსახურებოდა დღეს ამ ზონდერბრიგადების იქ მოვარდნა „ქრისტიან-დემოკრატების“ წინააღმდეგ. მაშინ, როცა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ქურდული მენტალიტეტი ალაგმა, მოვითხოვთ, განგვიმარტონ, რას ნიშნავს ფრაზა – „უბანი ხვიჩა სანაიასია“, - აღნიშნა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, მათთვის უკვე ცნობილია თავდამსხმელებიდან ოთხი პიროვნების სახელი და გვარი. „ესენი არიან: ვალერი მუჯირიშვილი, ზურაბ ძნელაძე, მამუკა რაზმაძე, პაატა კობალეიშვილი. ჩვენ ხელთ გვაქვს მათი ფოტოებიც და მათი ნამოქმედარის ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს, - აღნიშნა გრიგოლიამ.

პალიტრა ტვ

ახალი ამბები