კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ავღანეთში რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა

24 ივნისი, 2011

იმ ოპერაციისას, როცა რიგითი გია გოგუაძე დაიღუპა, კიდევ რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამ მათგანს ქვედა კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდა, ორი კი გერმანიაში გადაიყვანეს.

„აქედან ერთი უმძიმეს მდგომარეობაშია. გარდა ამისა, არიან სხვა დაჭრილებიც. ავღანეთში ძალიან რთული პერიოდია, ახლა იქ ე.წ. ნარკოტიკულ მოსავალს იღებენ. ავღანელები აგრესიულები არიან, რადგან სურთ თავიანთი მოსავალი დააბინაონ. ამიტომ ცდილობენ, ნატო-ს ჯარები მაქსიმალურად შებოჭონ, რათა მეტი ლავირების საშუალება ჰქონდეთ. სავარაუდოდ, ასეთი პროცესების დროს მოხდა ქათველ ჯარისკაცებზე თავდასხმა“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ამ თემაზე თავდაცვის სამინისტროს კომენტარის მოპოვება ჯერ ვერ ხერხდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები