კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორის გამგებელი - „სადაც უნდა იქ იჩივლონ“

27 ივნისი, 2011

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტის მარი ოთარაშვილის დაშანტაჟების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

„არ ვიცი საიდან მოიტანეს, არაფერი შანტაჟი არ ყოფილა. მე ვუთხარი, არასწორად აშუქებ მეთქი, ამოვუღე გაზეთები და დავუდე. რატომ იმას არ წერს, ოსებმა ცემაში რომ მოკლეს კაცი? მაგას ახალგორში აღებული პირადობის მოწმობა აქვს, იქ ნათესავები ჰყავს და იქაურ ხელმძღვანელებზე ცუდი რომ დაწეროს, შეიძლება აღარ შეუშვან და პრობლემები შეუქმნან. სადაც უნდა იქ იჩივლონ. მე კი არ დავაშანტაჟე ჟურნალისტი, მაგათ თვითონ დამაშანტაჟეს. მომიყვანეს შალვა რამიშვილი და რეები აღარ იკადრეს. არაფერი ზედმეტი მათთვის არ მიკადრებია. სულ არ მაინტერესებს, ეგენი რას იზამენ და სად იჩივლებენ. მეც ადეკვატურად ვიმოქმედებ“, - განაცხადა ზურაბ ფიცხელაურმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან სატელეფონო საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს გაზეთმა „რეზონანსი“ ახალგორის გამგებლის მიერ ჟურნალისტ მარი ოთარაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე განცხადება გაავრცელა. რედაქციის ცნობით, „ახალგორის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი „რეზონანსის“ ჟურნალისტ მარი ოთარაშვილზე ზეწოლას ახლა უკვე არა მარტო სიტყვიერი მუქარით, არამედ შანტაჟით აგრძელებს. მან გადაცემაში „აკრედიტაციის გარეშე“ განაცხადა, თითქოსდა აქვს მაკომპრომატირებელი მასალა ჟურნალისტის „აგენტობის“ შესახებ. ფიცხელაურის განცხადებას „რეზონანსი“ კონკრეტულ ჟურნალისტზე და, ზოგადად, „რეზონანსზე“ ზეწოლის მცდელობად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, რედაქცია განიხილავს სხვადასხვა სამართლებრივი მოქმედების, მათ შორის ახალგორის ლეგიტიმური გამგებლისათვის მარი ოთარაშვილისა და „რეზონანსის“ ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობისთვის სასამართლოში ჩივილის შესაძლებლობას.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები