კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის მიმართვა საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას

28 ივნისი, 2011

მიმდინარე წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების არაერთ ფაქტს. ასევე გამოიკვეთა სხვა დანაშაულის ნიშნები.

20 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ `ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება~.

მოვითხოვთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს გონივრულ ვადებში, ეფექტურად, მიუკერძოებლად და სრულად, რათა კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების პრინციპებიდან გამომდინარე, უზუნველყოფილ იქნას დამნაშავე პირთა გამოვლენა და მათი სათანადო დასჯა.

გთხოვთ, შეგვატყობინოთ გამოძიების მიდინარეობის თაობაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი
ნინო ანდრიაშვილი

ახალი ამბები