კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის სააღსრულებო ბიუროდან უმრავლესობა გაათავისუფლეს

29 ივნისი, 2011

აჭარის სააღსრულებო ბიუროდან 11 თანამშრომელი, საკუთარი განცხადების საფუძველზე  გაათავისუფლეს. ბიუროს უფროსი, მირიან ხარაბაძე ამბობს, რომ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა რეფორმის შემდეგ ახალ სისტემას ალღო ვერ აუღეს.

მირიან ხარაბაძე, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსი: „იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროში საქართველოს მთელი მასშტაბით მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც ორიენტირებულია მოსახლეობისათვის სწრაფ და ეფექტურ მომსახურეობაზე. ჩვენ გადავედით საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაზე. ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ თვითონ სტრუქტურის თანამშრომლებთან, რომლებიც უცებ ვერ აუღებენ ალღოს ამ სისტემებს. სამწუხაროდ, მათთან დამშვიდობება გვიწევს“.

გათავისუფლებული აღმასრულებელი ჯამბულ ძირკვაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საკუთარი ნებით წამოვიდა სამსახურიდან. 

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში სულ 17 ადამიანი მუშაობდა.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები