კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხინკალს ფასი დაედო!

29 ივნისი, 2011

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც რესტორნებსა და სწრაფი კვების ობიექტებში მისულ მომხმარებელს მენიუსთან ერთად ვრცელ, ბოდიშის შემცველ ტექსტს სთავაზობენ, სადაც ნათქვამია, რომ ხორცის გაძვირების გამო, საზოგადებრივი კვების ობიექტის ადმინისტრაცია იძულებულია, ხორციან კერძებზე ფასები მნიშვნელოვნად გაზარდოს.

ამავე ტექსტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ობიექტი კერძების მოსამზადებლად ყოველთვის ადგილობრივი წარმოების, ახალ ხორცს იყენებს და შესაბამისად, მისი შეძენა ნატახტარის სასაკლაოზე, კომპანია "იბერმითში" მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასით უწევს. მართალია, მომხმარებელს გაუჭირდება იმის გარჩევა, კარგად შეგემებული ხინკალი ახალი ხორცისგან არის დამზადებული, თუ ინდოეთიდან იმპორტირებული, გაყინული ხორცია მის შიგთავსში, მაგრამ ის, რაც ახლა ხორცის ბაზარზე ხდება, "საპატიო მიზეზია" სარესტორნო ბიზნესში ფასების გასაზრდელად. ხოლო იქ, სადაც კლიენტების დაკარგვის შიშით ძველ ფასებს ინარჩეუნებენ, კერძებში ხორცის მოცულობას ამცირებენ. ორივე შემთხვევაში კი, მომხმარებელი რჩება დაზარალებული, რომლის უფლებებიც არსებულ პირობებში ფაქტობრივად უგულვებელყოფილია.

ემა ტუხიაშვილი, „კვირის პალიტრა“

სტატიას სრული სახით გაეცნობით „კვირის პალიტრის“ ვებ-გვერდზე

ახალი ამბები