კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული პარტიის“ წევრის დაკავების შემდეგ, მისი მეუღლე სამსახურიდან გაათავისუფლეს

30 ივნისი, 2011

„ქართული პარტიის“ ლიდერებმა გორში ხვიჩა მაჭარაშვილის  ოჯახი მოინახულეს, რომელიც ხელისუფლებამ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით დააპატიმრა.
 
სოზარ სუბარმა, ეროსი კიწმარიშვილმა და სოფიო ხორგუანმა ოჯახში მისვლისას შეიტყვეს, რომ ხვიჩა მაჭარაშვილის დაკავების მეორე დღესვე მისი მეუღლე  სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც  ეკა მაჭარაშვილი აცხადებს, იგი კომერციულ სტრუქტურაში - საცხობ „ტკბილ სამყაროში“ მუშაობდა და სამ მცირეწლოვან შვილს იქ აღებული ხელფასით არჩენდა.
 
„აქამდე საცხობის ხელმძღვანელს ჩემს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. როდესაც ხვიჩა დააკავეს, მითხრა, იძულებული ვარ, სამსახურიდან გაგიშვაო. ისე, საცხობის მეპატრონე ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, დაემუქრნენ, თუ ოპოზიციონერის ცოლს სამსახურში გააჩერებ, საცხობს დაგიხურავთო“ - განაცხადა „ქართული პარტიის“ ლიდერებთან საუბარში ეკა მაჭარაშვილმა.
 
იგი დეტალურად მოყვა იმის შესახებ,  თუ როგორ ჩატარდა ჩხრეკა მის სახლში.
 
„18 პოლიციელი სახლში შუაღამისას შემოიჭრა. ნამძინარევი ლოგინიდან წამომაგდეს და მხოლოდ იმას ვიხვეწებოდი, ჩაცმა მაცალეთ-მეთქი. პოლიციელებმა საძინებელ ოთახში ჩამკეტეს, ბინის ჩხრეკა დაიწყეს. ვთხოვე, ჩხრეკისთვის რომელიმე მეზობელი მაინც დაესწროთ, რაზედაც უარი მითხრეს. მერე სათავსოში თავის მიერვე ჩადებული ავტომატი „აღმოაჩინეს“. ვინაიდან მოწმე არ ჰყავდათ, ოქმზე ხელი იმავე პიროვნებამ მოაწერა, რომელმაც ჩხრეკა ჩაატარა. ვეხვეწებოდი, ავტომატს ხელს ყველა  ნუ კიდებთ, რადგან თუ  ჩემი ქმრისაა, მისი თითის ანაბეჭდები  იქნება და არ წაიშალოს-მეთქი, მაგრამ ყური არავინ მათხოვა“, - აღნიშნა ეკა მაჭარაშვილმა, რომლის თქმითაც, მის საცხოვრებელ სახლზე მუდმივად ხორციელდება თვალთვალი.
 
ეკა მაჭარაშვილი ასევე ამბობს, რომ როდესაც სასამართლო პროცესზე თავისი მეუღლე ნახა, დარწმუნდა , რომ ნაცემი იყო და კბილები ჰქონდა ჩამტვრეული.
 
„დესოვეტიზაცია გორში სტალის ძეგლის აღებაში არ გამოიხატება. სწორედ საბჭოთა კავშირის ხელახალი აშენებაა ის, რომ იჭერენ უდანაშაულო ადამიანს, სახლში ავტომატს უდებენ და შემდეგ მის მეუღლეს, სამი შვილის დედას, სამსახურიდან აგდებენ. მერე რა, რომ ეს ბავშვები მშივრები დარჩებიან? აი, ეს არის სააკაშვილის სამართალი და საბჭოთა კავშირში დაბრუნება.სირცხვილი იმ გორელს, რომელიც ხვალ „ტკბილ სამყაროში“ მივა და იქ გამომცხვარ პროდუქტს იყიდის! სირცხვილი მის მშიშარა მეპატრონეს! განა არ უნდა ერჩივნოს, რომ საცხობი საერთოდ დახუროს, ვიდრე ნაქირავებ ბინაში მცხოვრები  სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედა სამსახურიდან  უმიზეზოდ გააგდოს?“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.  

ტრიბუნა.გე

ახალი ამბები