კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

26 მაისს დაკარგულთა უმრავლესობა ნაპოვნია, სახალხო კრება, სულ მცირე, 5 ადამიანს ეძებს

30 ივნისი, 2011

"სახალხო კრება 26 მაისის აქციის დაშლის დროს გაუჩინარებულ 5 ადამიანს ეძებს. კრებაში ამბობენ, რომ დაზუსტებული ცნობით 5 ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად, რასაც ამ ადამიანთა ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. ხოლო დაუზუსტებელი ცნობით კი მათი რიცხვი 15-ია. თუმცა სახალხო დამცველის აპარატი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 26 მაისის შემდეგ გაუჩინარებულ ადამიანებს ეძებდნენ, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანი დაკარგულად არ ითვლება და ყველა იმ ადამიანის მოძებნა მოხერხდა, რომლის ოჯახმაც ეს საკითხი გაახმაურა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 26 მაისს დაკარგულთა უმრავლესობა ნაპოვნია, სახალხო კრება სულ მცირე, 5 ადამიანს ეძებს.

"ცნობისთვის, ჯერ კიდევ 30 მაისს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დაკარგულების შესახებ სამინისტროს სახელზე არც ერთი განცხადება არ შესულა, რის გამოც შსს არც ერთ მოქალაქეს დაკარგულად არ განიხილავდა. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე "რეზონანასთან საუბრისას ამბობს, რომ 26 მაისი შემდეგ დაკარგულებზე რამდენიმე სახის სია არსებობდა, თუმცა შემდეგ დაკარგულთა დიდი ნაწილი გამოჩნდა. საბოლოოდ კი სახალხო დამცველის აპარატმა მხოლოდ იმ ადამიანების მოძიება დაიწყო, რომელთა ოჯახებმაც უშუალოდ მათ მიმართეს. იმნაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე დასადგენია ორი ადამიანის ვინაობა, რომელთა ოჯახმაც სახალხო დამცველს მიმართა - იზოლატორში აღმოჩენილია აღნიშნული გვარის რამდენიმე ადამიანი, თუმცა სახელები არ ემთხვევა", - აღნიშნავს გამოცემა.

"სამწუხაროდ, ამ ოჯახებთან დაკავშირება ვერ ხერხდება", ამბობს იმნაძე. მისი თქმით, იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც დაკარგულის ოჯახმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ეს ადამიანი საზღვარგარეთ იყო წასული. იმნაძე ამბობს, რომ ივნისის დასაწყისიდან მიმართვები აღარ ყოფილა - "ამ ეტაპზე ჩვენ ხელთ რა ინფორმაციაც გვაქვს, ვერ ვიტყვით, რომ ვინმე დაკარგულია, რადგან უკვე აღარავინ დაგვკავშირებია. თუმცა, თუკი იქნებ ასეთი შემთხვევბი, ჩვენ მოძიებას გავაგრძელებთ", - აცხადებს იმნაძე. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველის" თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე ამბობს, რომ სიების შედგენა 27 მაისიდან დაიწყო. ერთი კვირის შემდეგ გაირკვა, რომ ეს ადამიანები ან დაკავებული იყვნენ ან ახლობლებთან იმალებოდნენ.. "დღეის მონაცემებით, ის ადამიანები, ვინც ჩვენს სიაშია, ყველა გამოჩნდა", - ამბობს ფუტკარაძე. მისივე თქმით. ამ ეტაპზე დაუდგენელია 7 ადამიანის ადგილსამყოფელი, თუმცა ვარაუდობს, რომ ისინიც გამოჩნდნენ, რადგან მათ ახლობლებს დამატებით აღარ მოუმართავთ და დღეს არ ერთი ადამიანი დაკარგულად არ ირიცხება", - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება სახალხო კრების მონაცემებს, როგორც მისი წარმომადგენელი ვახტანგ ყოლბაია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ამ ეტაპზე რამდენიმე დაკარგულზეა საუბარი და ინფორმაცია ზუსტდება. სიაში ამ ეტაპზე დაახლოებით 15 კაცია. მათგან 7-8 სახალხო კრების წარმომადგენელია, დანარჩენი - კრებასთან დაახლოებული ადამიანები არიან. მისი თქმით, მონაცემები ყოველდღე იცვლება. მაგალითად, მიმდინარე კვირაში 5 ადამიანი გამოჩნდა. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ დაკარგულთა ოლახის წევრებთან დაკავშირება ვერ ხერხდება. "ოჯახის წევრებიც რომ ადასტურებენ, ასეთ 5 ადამიანზეა საუბარი, მაგრამ ამ ეტაპზე ვინაობას არ ვახმაურებთ, ეს ადამიანები საპყრობილეშიც ვერ მოიძებნენ", - ამბობს ყოლბაია, თუმცა იქვე დასძენს, რომ შესაძლოა ამ ადამიანების მოძიება მოხერხდეს", - წერს სტატიის ავტორი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები