კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქრისტიან-დემოკრატები რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების საკითხის შეჩერებას ითხოვენ

4 ივლისი, 2011

„ქრისტიან-დემოკრატები“ რიგი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტატუსის მინიჭების საკითხის დროებით შეჩერებას ითხოვენ. ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა ნიკა ლალიაშვილმა „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას განაცხადა.

ლალიაშვილი დაინტერესდა, აქვთ თუ არა საქართველოს მეზობელ ქვეყნებსაც ანალოგიური კეთილი ნება ქართული ეკლესიის მიმართ.

„ვფიქრობ, ასეთი საკითხების ცალმხრივი გადაწყვეტილებისგან თავი უნდა შევიკავოთ. მივმართოთ ჩვენს ეკლესიას. გავიგოთ, რამდენად არის დაცული ჩვენი ეკლესიის სტატუსი მეზობელ ქვეყნებში“, - აღნიშნა მან.

ლალიაშვილის თქმით, პროექტი მიუღებელი არ არის, მაგრამ გაუგებარია განმარტება „საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი რელიგიური გაერთიანებები“.

„სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების თანახმად, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი რელიგიური გაერთიანებები, კერძოდ, რომაული კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, ბაპტისტური ეკლესია, მუსლიმანთა თემი და იუდეველთა თემი, საჯარო სამართლის იურიდიული პირები უნდა იყვნენ.

ჯი-ეიჩ-ენი

ახალი ამბები