კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფიო ხორგუანი აცხადებს, რომ „ქართული პარტიის“ დაკავებული მხარდამჭერები ე. წ. მოდულის შენობაში აწამეს

4 ივლისი, 2011

„ქართული პარტია“ სამართალდამცველებს მათი დაკავებული მხარდამჭერების წამებაში ადანაშაულებს.

ე.წ. მოდულის შენობასთან გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წარმომადგენელმა სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ წამების შედეგად სამ დაკავებულს, ლერი და ბესიკ ბერიტაშვილებს და თეიმურაზ ელყანიშვილს უარი ათქმევინეს ადვოკატზე და სახაზინო დამცველები დაუნიშნეს. მათ აღიარებით ჩვენებებს და გარკვეული პირების დასახელებას სთხოვდნენ.

სოფიო ხორგუანის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული გოჩა ჩიხლაძე სასტიკად ნაწამებია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაეყვანათ.

სოფიო ხორგუანის განცხადებით, წამების შესახებ ინფორმაცია ადვოკატებმა გამოიტანეს, როლებმაც პატიმრები ნახეს.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ხორგუანის განცხადებით, მათ ადვოკატებზე უარი არ უთქვამთ.

დაკავებულებს იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარება და შეიარაღებული ფორმირებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები