კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თრიალეთი“ „საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის“ შექმნის ინიციატივით გამოდის

5 ივლისი, 2011

ტელეკომპანია „თრიალეთი“  სოლიდარობას უცხადებს „მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს“ და მოითხოვს, რომ მათ თანამშრომლებზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან  ზეწოლები შეწყდეს. 

„თრიალეთის“ დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი „საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის“ შექმნის ინიციატივით გამოდის  და მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს, რათა  შეიქმნას ერთობლივი „საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია“,  რომელიც  ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მედიაზე ზეწოლის ყველა ფაქტს გამოიძიებს: 

„ჟურნალისტებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლების შეჩერება შეუძლია მედიის, სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობას.   თითოეული ასეთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დავტოვოთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის შედეგი, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული. დღესდღეობით ჟურნალისტების უფლებებს  ყველაზე ხშირად სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევენ და არც ერთი შემთხვევა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიებული არ არის. 

ტელეკომპანია „თრიალეთი“ მიმართავს საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს, რათა შეიქმნას ,,საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია“,  რომელიც ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს შეისწავლის, მონიტორინგს გაუწევს  საგამოძიებო პროცესს და მოითხოვს იმ პირების დასჯას,  ვინც მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ საქმიანობაში უშლის ხელს და მათზე ზეწოლებს ახორციელებს.

ჟურნალისტებზე ზეწოლა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ეს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა საქართველოში, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას უშლის ხელს“.

trialeti.ge

ახალი ამბები