კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის განცხადება

5 ივლისი, 2011

დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენს. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი მიმართავს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატს და შესაბამის ორგანოებს, ყურადღებით მოეკიდონ ჟურნალისტებზე ზეწოლის თითოეულ ფაქტს და მოახდინონ სათანადო რეაგირება.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით დაფუძნდა, რომლის მიზანია რეგიონში არსებულ სიტუაციაზე პროფესიული სტანდარტების დაცვით ჟურნალისტური მასალების მომზადება და ინტერნეტ-გამოცემაში განთავსება. ვებ-გვერდის ამოქმედებამდე საინფორმაციო ცენტრი ახალ ამბებს და სტატიებს მცხეთა-მთიანეთის შესახებ აქვეყნებს სოციალურ ქსელ Facebook-ში გახსნილი გვერდის საშუალებით. ორგანიზაციამ დუშეთში დაიქირავა ოფისი და მუშაობა ივნისიდან დაიწყო. ამ მცირე ხნის მანძილზე, მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა მოამზადა ათობით მასალა იმის შესახებ თუ როგორ ცხოვრობენ რეგიონში ადამიანები. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მასალებზე დაყრდნობით ინფორმაცია გავრცელდა ნაციონალურ ტელევიზიებში, გაზეთებსა და საინფორმაციო სააგენტოებში.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრში რამდენიმე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის კონკურსის წესით შერჩეული ჟურნალისტი და მძღოლი, რომლებიც დუშეთში ცხოვრობენ. ორივე მათგანს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით დაემუქრნენ, რომ მედიაორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. მძღოლმა ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღესვე მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობაზე უარი თქვა ჟურნალისტმა. მისი განმარტებით, რაიონის პირველი პირების სახელით შეუთვალეს, რომ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ჩამოშორებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედამისს, რომელიც კერძო საწარმოშია დასაქმებული, პრობლემებს შეუქმნიდნენ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ერთადერთი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციაა, რომელიც რეგიონში მუშაობს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები