კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი კანონი შესაძლოა, ყველა რელიგიურ გაერთიანებას შეეხოს, რომელსაც იურიდიული სტატუსი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გააჩნია

6 ივლისი, 2011

რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება შესაძლოა, არა მხოლოდ თავდაპირველად დასახელებულ ტრადიციულ კონფესიებს, არამედ ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებასაც შეეხოს, რომელსაც იურიდიული სტატუსი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში აქვს მინიჭებული, მათ შორის – იეღოვას მოწმეთა სექტასაც, რომელიც აღნიშნული სტატუსით გერმანიაში სარგებლობს.

ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ლიდერმა არნოლდ სტეფანიანმა განაცხადა.

ჩაიდო თუ არა ეს პუნქტი პარლამენტის მიერ 5 ივლისს დამტკიცებულ კანონში, სტეფანიანისთვის უცნობია, თუმცა მისი ინფორმაციით, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობდა.

რაც შეეხება თავად კანონს, სტეფანიანი მის მიღებას მიესალმება და აცხადებს, რომ „ამიერიდან რელიგიურ დისკრიმინაციას საქართველოში საფუძველი აღარ ექნება“.

„მეორე საკითხია, რამდენად ადეკვატურად იყო მომზადებული კანონპროექტი. გაუგებარია ასევე, რატომ მოხდა მისი ესოდენ დაჩქარებული წესით მიღება. პარლამენტის ვალდებულებაა, საზოგადოების მოთხოვნები ასახოს, ამიტომ გარკვეული სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, რომ მოსახლეობისთვის გასაგები ყოფილიყო, რატომ უნდა მიენიჭოს სხვადასხვა კონფესიებს იურიდიული სტატუსი – განაცხადა „მრავალეროვანი საქართველოს“ ლიდერმა.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საპატრიარქოს რეაქციას, სტეფანიანის შეფასებით, „საპატრიარქოს პოზიცია გაუგებარი და წამგებიანია“.

„თუ საქართველოს საპატრიარქო იმ პოლიტიკის წარმოებას გააგრძელებს, თითქოს რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება მართლმადიდებელი ეკლესიის ჩაგრვას წარმოადგენს, ამას შესაძლოა, არატოლერანტულ ქართულ საზოგადოებაში პრობლემები მართლაც მოჰყვეს“, - განაცხადა არნოლდ სტეფანიანმა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები