კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვლადიმერ ვახანიას ევროპის სასამართლოს იმედი დარჩა

8 ივლისი, 2011

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „მთლიანი საქართველოს“ ლიდერის, საქართველოს უფლებადამცველების მიერ პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული ვლადიმერ ვახანიას ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

როგორც „პირველს“ ვახანიას ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარემ სასამართლოში მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნის არდაკმაყოფილების თაობაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

„მოსამართლის მიერ სარჩელთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაში, ვახანიას საქმე ზეპირ მოსმენაზე გადავიდოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდებოდა, დააკმაყოფილებდა თუ არა საბჭო ვახანიას პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს. თუმცა, საქალაქო სასამართლომ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ვახანია პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოების კრიტერიუმებს აბსოლუტურად აკმაყოფილებდა. კერძოდ, ის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი. ამასთან, სასჯელის ნახევარზე მეტი მოიხადა; წარსულში ნასამართლევი არ არის; ციხის ადმინისტრაციიდან უარყოფითი დახასიათება არა აქვს; არ მიუღია საყვედური; ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც უმუშევრები არიან... ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სარჩელს მოსამართლის განსჯა არ სჭირდება. თუმცა, მან ჩვენი არგუმენტები დაუსაბუთებლად ჩათვალა. სასამართლომ მიიჩნია, ასევე, რომ ვახანიამ დანაშაული უნდა აღიაროს. თუმცა, როგორ უნდა აღიაროს ადამიანმა ის, რაც არ ჩაუდენია?!“ - განაცხადა ბარათაშვილმა, რომელიც აპირებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივროს.

„სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, ამიტომ ჩვენ ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმის კურსში ჩავაყენებთ და ყველა ქართულ სასამართლო ინსტანციას მოვივლით, რათა შემდგომში ეს სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელისთვის დამატებით თემად გამოვიყენოთ“, - განაცხადა ბარათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „მთლიანი საქართველოს“ ლიდერი  ვლადიმერ ვახანია 2009 წლის მარტში ქალაქ ზუგდიდში აქციის დროს დააკავეს. სამართალდამცველები მას ადგილობრივ ჟურნალისტზე სიტყვიერ ზეწოლასა და იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან.

სასამართლომ ვახანიას თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა. საქმემ საქართველოს სამივე ინსტანცია გაიარა და ამ დროისთვის სტრასბურგის ევროპულ სასამართლოშია.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები