კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალექსეი ვენედიქტოვი: „ფოტორეპორტორების საქმესთან დაკავშირებით შსს-ს საჯარო განცხადებებში ბევრი რამ ერთმანეთს არ ემთხვევა“

11 ივლისი, 2011

ე.წ. ფოტორეპორტორების საქმესთან დაკავშირებით, შსს-ში გაკეთებულ საჯარო განცხადებებში ძალიან ბევრი რამ ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს განცხადება რადიო
„ეხო მასკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა დღეს, თბილისში, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

„სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრს ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის დაწყებამდე ვესაუბრე. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გესმით, რომ ამ საქმეს გვერდს ვერ ავუვლით და არა იმიტომ, რომ ისინი რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში არიან ბრალდებულები, არამედ იმიტომ, რომ ფოტორეპორტიორები ჩვენი კოლეგები არიან. საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. ჯერ ერთი, საქართველოსა და რუსეთშიც უდანაშაულობის პრეზუმპცია არსებობს, მეორეც _ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ საჯარო განცხადებებში ძალიან ბევრი რამ ერთმანეთს არ ემთხვევა. ყველა ჩანაწერი არაერთხელ ვნახე: ერთ-ერთ მათგანში ერთი, ვითომდა აგენტი მეორეს სთხოვს, რომ საბანკო ანგარიში გახსნას. ეს სისულელეა, იმიტომ, რომ საბანკო ანგარიში ფულის გადარიცხვა-გადმორიცხვას ააშკარავებს. მინდა შეგახსენოთ, შარშან, როცა ამერიკელებმა რუსული ჯაშუშური ქსელი გამოააშკარავეს, საქმის მთელი არსი ის იყო, რომ ფულს ჩემოდნებით გასცემდნენ და არა საბანკო ანგარიშებით, რათა კვალი არ დარჩენილიყო. აქ კი ანგარიშებია გახსნილი, როგორც ჩანს, სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველომ მთლად აურია, იქნებ გადასახადებიც კი გადაიხადეს?!" _ განაცხადა ვენედიქტოვმა.

თუმცა, „ეხო მასკვის“ რედაქტორი არც იმას გამორიცხავს, რომ დაკავებული ფოტორეპორტიორები მართლაც ჯაშუშები იყვნენ. "შემიძლია საქმის მხოლოდ იმ ნაწილზე ვისაუბრო, რაც ღიაა. შესაძლოა, საქმის დახურულ ნაწილში არის მასალები, რომელთა მიხედვითაც ფოტორეპორტიორები ნამდვილად ჯაშუშები არიან, თუმცა გარე დამკვირვებლისთვის ამ საქმეში ძალიან ბევრი რამ ერთმანეთს არ ემთხვევა და შეუთავსებლობაა. ნახეთ, ცოლს ათავისუფლებენ და ქმარი მაშინვე, 30 წუთში, ღამის 2 საათზე, გამოძიებას აღიარებით ჩვენებას აძლევს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მთელ მსოფლიოში უკვე დიდი ხანია, რაც აღიარებითი ჩვენება მტკიცებულებად არ ითვლება, მით უმეტეს, ისეთ შემთხვევაში, როცა ცოლი, მოდით, ასე ვთქვათ, მძევლად არის აყვანილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლოა, ისინი მართლა არიან ჯაშუშები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რაც ოფიციოზმა წარმოადგინა, ძალიან ბევრი რამ გაუგებარია. ვფიქრობ, ჩვენი კოლეგები შსს-ს განცხადებების ტრანსილირების ნაცვლად, კითხვებს უნდა სვამდნენ _ ეს არის ჩვენი სამსახური“, - აღნიშნა ვენედიქტოვმა.

მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო ჯაშუშობს და ეს სახელმწიფო აპარატის შემადგენელი ნაწილია.

„ჩვენ ვჯაშუშობდით და გავაგრძელებთ ამას საქართველოში, თქვენც ჯაშუშობდით და გააგრძელებთ ამას რუსეთში და ეს სრულიად ნორმალურია. აქ ამერიკელი, ბრიტანელი და სხვა ქვეყნის ჯაშუშებიც არიან. ეს სახელმწიფო აპარატია. აი, ჩვენც ალბათ დავიჭერთ სადღაც, სოჭში საქართველოს 20 ჯაშუშს... თან შეხედეთ, სასამართლო მოსმენა 1 სექტემბრისთვის დაინიშნა, ბიჭებო, მორჩით უკვე გამოძიებას, იქნებ 1 ოქტომბრამდე მოგიწევთ სასამართლო მოსმენის გადადება?! ადვოკატებს და დაკავებულის მეუღლეს ხელი მოაწერინეს იმაზე, რომ არავითარ ინფორმაციას არ გასცემდნენ: საქმე საზოგადოებრივად აქტუალური არის თუ არა? _ ვკითხულობ. ეს არის ის კითხვები, რომელსაც ჩვენ ვსვამთ რუსეთში, როცა მსგავსი საქმეები აღიძვრება ხოლმე. ჩვენ არ გვაქვს პასუხები, ჩვენ მხოლოდ კითხვები გვაქვს“, - აღნიშნა „ეხო მასკვის“ მთავარმა რედაქტორმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები